თხილის დაავადებები

photo-043
 ნიადაგურ-კლიმატურ პირობების მრავალფეროვნება, გეოგრაფიული ზონებისა და მიკროზონების გავლენა, ტენიანი სუბტროპიკული ზონის ჰიდროთერმული პირობები ქმნის სხვადასხვა  დაავადებების განვითარების ხელშემწყობ პირობებს, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს არსებული თხილის ბაღების მდგომარეობა.

 

თხილის ნაცარი -phyllactinia coryli

ფართოდ ვრცელდება დასავლეთ საქართველოს ტენინ-სუბტროპიკულ რაიონებში. ნაცრით ავადდება თხილის როგორც კულტურული, ისე ველური ჯიშების ფოთლები, ყლორტები და ზოგჯერ ნაყოფიც. დაავადებული ფოთლის ქვედა მხარეზე პირველად ჩნდება მოყვითალო, შემდეგ მოშაო სხეულები, ფოთოლი ქვედა მხრიდან იფარება ნაცრისფერი ფიფქით, შემდეგ ზედა მხრიდანაც. ფოთოლი ყვითლდება და შემდეგ ცვივა. დაავადებული ყლორტის მუხლთშორისი შემოკლებულია და მისი წვეროები ხმება. ნაცრით დაავადებულ ნაყოფს ქეჩისმაგვარი ფიფქი ფარავს. ავადმყოფობის გავრცელებას ხელს უწყობს ხშირი წვიმები, როდესაც წვიმიანი და უნალექო დღეები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. სოკო ზამთრობს ჩამოცვენილ ფოთლებში. დაავადების გამოჩენა იწყება გაზაფხულზე.
ბრძოლის ღონისძიება: მცენარეს უნდა მოსცილდეს ძლიერ დაავადებული ყლორტები რომლებიც ინფექციის წყაროს წარმოადგენს, ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და დაწვა. ასევე კარგ შედეგს იძლევა გოგირდის პრეპარატების (თიოვიტ-ჯეტის ან კუმულუსის 0,5%) შესხურება.

.

თხილის ყავისფერი სიდამპლე Gloeosporium coryli  მისი გამომწვევი სოკო ასენიანებს თხილის ყველა ორგანოს. დაავადებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ან მოწითალო-ყავისფერი უფორმო ლაქები. წვიმიან ამინდში ფოთოლს ქვედა მხრიდან ლაქაზე ჩნდება შავი წერტილები, რომლებიც სოკოს ნაყოფიანობის მაჩვენებელია. ფოთლის ქსოვილები იშლება და ძარღვები რჩება. დაავადებული ფოთლები იფშვნება და ცვივა. ტოტებზე დაავადება წვერიდან იწყება. ზრდასრულ ტოტებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები, ისევე როგორც ფოთლებზე. ნაყოფი ავადდება განვითარების ყველა პერიოდში. ადრეულ პერიოდში დაავადებული ნაყოფი დეფორმირდება, იჭმუჭნება და ცვივა. გული ლპება, აქვს მწარე გემო და არასასიამოვნო სუნი. მცენარის მექანიკური დაზიანება ხელს უწყობს ყავისფერი სიდამპლის გამომწვევი სოკოს განვითარებას.
თხილის ნაცრისფერი სიდამპლე Batritis cinerea დაავადების გამომწვევი სოკო პოლიფაგია აავადებს ფოთლებს, ყლორტებს, ნაყოფს, რომლებზედაც ჩნდება მოწითალო ყავისფერი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლაქები, რომლებიც მუქ-ყავისფერში გადადის ერთდება და იკავებს ფოთლის ფირფიტის დიდ ნაწილს. ფოთლები ჭკნება, ნაცრისფერდება და ცვივა. ნაყოფის დაავადება ვითარდება ნაჭუჭის გამერქნებამდე, ყავისფერი სველი ლაქის სახით. მაღალი ტენიანო ბის პირობებში მთელი ნაყოფი იფარება სოკოთი. ნაყოფები დეფორმირდება, ჭკნება და ცვივა. სოკოს მასობრივად გავრცელება აავადებს ფოთლების 25-30%-ს და ნაყოფების 20-28%-ს. სოკო იზამთრებს ჩამოცვენილ ან მცენარეზე დარჩენილ დაავადებულ ფოთლებზე. ჭარბი ტენიანობისას ნაყოფში შეიძლება დაგროვდეს მავნე ნივთიერებები მიკოტოქსინების სახით. ისინი
შეიცავენ ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებას კანცეროგენულ აფლატოქსინებს, მათ შორის ყველაზე კანცეროგენულ აფლოტოქსინ B-ს.

თხილის გადამუშავებისა და შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინება შესაძლებლობას იძლევა ავირიდოთ თხილის ხარისხის გაუარესება.

ფომოფსისი – Phomopsis spiwvevs

მცენარის წვეროს დაავადებას თუ მექანიკური დაზიანებაც დაერთო, მაშინ ამ ადგილას კიბოსებრი წარმონაქმნი ვითარდება. ტოტების ხმობა წვერიდან იწყება. ჯერ ჩნდება ერთეული მონაცრისფერო ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება და ტოტის წვერს მთლიანად ფარავს. დაავადებული ტოტების ფოთლები თანდათან ყვითლდება, ხმება და ცვივა. დაავადების ხელშემწყობი პირობებია სეტყვა, ჭარბი ტენიანობა, მექანიკური დაზიანებული ადგილები.
დაავადების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა სპილენძის რომელიმე პრეპარატი – 2%-იანი ბორდოული სითხე სითხე, 0,4% კუპროქსატი ან სხვა ტიპის ფუნგიციდი.

ფოთლის ლაქიანობა-  alternaria

ფოთლის ლაქიანობა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა სოკომ ან ბაქტერიამ. ამ დროს ავადდება ფოთლები, ყლორტები და ახალგაზრდა ნაყოფიც. ფოთლის ფირფიტაზე ჯერ ვითარდება წვრილი, უფერული ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება და შავდება. ძარღვების დაავადებისას ფოთლის ფირფიტა ყვითლდება და ცვივა. თუ ფოთლები არ ჩამოცვივდა, მაშინ ფოთლის ფირფიტაზე შავი ლაქები იშლება და ფოთლები დაფაცხავებული რჩება. ფოთლები ერთდროულად დეფორმაციასაც განიცდის. ყლორტებზეც და ტოტებზეც ლაქები ვითარდება ჩაღრმავებული, დასაწყისში მკრთალი და ოდნავ ლორწოვანი ზედაპირით. საბოლოოდ ინფექცია ნაყოფის ნაჭუჭსაც აღწევს და მის გულში იჭრება, რის შემდეგაც ნაყოფი ჭკნება, შავდება და ცვივა. ავადმყოფობის ხელშემწყობ პირობებად ითვლება ხშირი ნალექები. მეტადრე გაზაფხულზე, როდესაც კვირტები იშლება.
ბრძოლის ღონისძიებები: აგროტექნიკური ღონისძიებების სრულად ჩატარება. ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე ე.წ. “ცისფერი წამლობა”, აუცილებელია ჩატარდეს 3%-იანი ბორდოული სითხით.

 

ხავსებიმღიერები და ლიქენები; ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია თხილნარებში, ხეხილის ბაღებში და სხვა ბუჩქოვან მცენარეებზე შტამბსა და ვარჯზე მოყვითალო, მომწვანო, მონაცრისფრო ლაქების წარმოშობამ.
საქმე გვაქვს მცენარეთა უსაშინლეს დაავადებასთან, რომელიც სპეციალისტებისთვის ისტორიულად უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ლიტერატურაში მას სხავდასხვა სახელით მოიხსენიებენ – ხავსმღიერები, ლიქენები, ქარაგოზები და სხვა.
ხავსმღიერები (ლიქენები) სოკოსა და წყალმცენარეებისგან შედგენილი ორგანიზმებია, მათ შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ძვ.წ. IV-III ს(ს). მასალებში მოიპოვება. ისინი ფართოდ არიან გავრცელებული მთელ დედამიწაზე, აერთიანებენ 400 გვარის 2600 სახეობას. არჩევენ ქერქისებრ, ფირფიტისებრ და ბუჩქოვან სახეობებს.


საქართველოს ტერიტორიაზე ფართო გავრცელებას პოულობენ ქერქისებური და ფირფიტისებური ხავსმღიერები (ლიქენები). ისისნი სახლდებიან მერქნიან მცენარეებზე, ნიადაგზე, ტყავზე, მინაზე, ქსოვილზე და თვით რკინაზეც კი.
აღსანიშნავია, რომ ადილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას და როგორც კი სათანადო პირობები შეექმნებათ, ცოცხლდებიან. მოკიდებენ რა ფეხს მცენარეზე, თანდათან ფარავენ მას. შეხების მთელი ფართიდან აქტიურად იწოვენ სითხეს და მცენარეს უსპობენ ნორმალური განვითარების საშუალებას. ხავსმღიერმოდებული მცენარე იფიტება და ხმება.
ბრძოლის ღონისძიებები: 1. მექანიკური-სპეციალურ საფხეკით ჩამოფხეკა (რკინის ჯაგრისით). 2. წამლობა – გვიან შემოდგომით- ადრე გაზაფხულზე. 3-5 %-იანი რკინის ძაღის სამუშაო ხსნარით.

დატოვე კომენტარი