ამბროზიის ხოჭო – თხილის კულტურის ახალი საშიში მავნებელი

Ambrosia Biitles  პირველად აღმოჩენილი იქნა აშშ-ში სამხრეთ კაროლინაში 1974 წელს. ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ის აზიანებს თხილის მცენარის ტანს. დაზიანების ადგილას სიგრძივ ზოლად გასდევს სხვადასხვა ზომის მოყავისფროდ შებოლილი ლაქები, რომლის შიგნით მცენარის კანზე შეიმჩნევა მწერის გამოსაფრენი ნახვრეტი. ხის ტანი გაყავისფერებულია სითხის გამოსვლით, რასაც «ხის ტირილს» უწოდებენ. მავნებლის ხოჭო პატარა, მოშავო-მოყავისფროა, ზამთრობს ხის ქერქში

მავნებელი ხოჭოების ეს ჯგუფი ორი ოჯახისგან შედგება. ისინი მორფოლოგიური ნიშნებით განსხვავებული არიან. პირველი ჯგუფი ღრმად შედის თხილის ტოტის გულგულაში, ხოლო მეორე მხოლოდ კანის შიგნითაა და ამით ხელს უწყობს მცენარეთა ინფექციის (სოკოების) გავრცელებას. ორივე სახეობა პოლიგაფებია და აზიანებს არა მარტო თხილს, არამედ ტყის მცენარეების სხვა მერქნიან ჯიშებს _ რცხილას, წაბლს, მუხას.IMG_3989to22_asian_ambrosia_beetle_gallery_showing_larvae

ხოჭოები გალერეაში ორმოცამდე კვერცხს დებენ. იქედან გამოსული მატლები იკვებებიან ხის გულგულით და სოკოებით, შემდეგ იქვე იჭუპრებენ.

დაზიანებულ თხილნარებში, ჯერჯერობით, შეიძლება გატარებული იქნეს შემდეგი პროფილაქტიკური, კარანტინული და აგროტექნიკური ღონისძიებანი:

*  კარანტინული ღონისძიებების გატარება, დაუშვებელია დაზიანებული ფართობიდან , თხილის სარგავ მასალად გამოყენება,   გადატანა  ერთი ადგილიდან მეორეზე.IMG_4001

 

* ყველა დაზიანებული ტოტების შეჭრა ადრე გაზაფხულზე;

* მავნებლით დაზიანებული ტოტების თხილნარებში რამდენიმე ადგილზე დაწყობა და მავნებლის «ხაფანგად»გამოყენება, რადგან მცენარის ტოტებიდან გამოსული ხოჭო დაესევა მოჭრილ, დაზიანებულ ტოტებს;

* დაზიანებული ტოტები თხილნარებში ორ თვეზე მეტი არ უნდა დავტოვოთ, თორემ ისინი გადადიან საღ მცენარეებზე;

* ორი თვის შემდეგ, მოჭრილი დაზიანებული ტოტები გავიტანოთ პლანტაციის გარეთ და დავწვათ.

* დაზიანებულ პლანტაციაში მოჭრილი ჭიგო არ გამოვიყენოთ მცენარეების  საყრდენად.

* გამოვიყენოთ ენტომოლოგიური სარტყლები _ დავკიდოთ წითელი ეთალონითა და წყლით გაჯერებული სარტყლები. ალკოჰოლი იზიდავს მწერებს და ისინი ეწებებიან მას. ერთი ცალი სარტყელი დაიჭერს ათასობით ხოჭოს. 15-20 დღეში ამ სარტყელზე ახალი წებოს წასმაა საჭირო. ყველაზე ეფექტურია წითელი ფერის სარტყლის გამოყენება. ეს ღონისძიება უნდა ჩატარდეს ხოჭოების ფრენისას, მაის-ივნისში;IMG_4003

 

 

დატოვე კომენტარი