Day: 02/11/2014

რა არის დინდგელი?

109179456_425ტერმინი ,,დინდგელი” ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ამოლესვას. მას ფუტკრები იყენებენ საფრენის შევიწროვებისათვის, სკის ნაპრალების ამოლესვისათვის, ისინი ერთგვარად აბალზამებენ მათ მიერ დანესტრილ სკაში მოხვედრილ მწერებსა და მღრნელებს. დინდგელი ძვირფასი სამკურნალო პრეპარატია. იგი ახდენს ბაქტერიოციდულ, ანტიტოქსიკურ, ანთების საწინააღმდეგო, საანესთეზიო და ორგანიზმის ინფექციისაგან დამცავი ფაქტორების მასტიმულირებელ მოქმედებას. ფუტკრები დინდგელს აგროვებენ ალვის ხის, ბზის, წაბლისა და მრავალი სხვა მცენარეებიდან. ფუტკრები მცენარეებიდან აგროვებენ წებოვან ნივთიერებას, მას ემატება ცვილი, ყვავილის მტვერი, ფუტკრების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები და სპეციალური გადამუშავების მერე, ეს ყველაფერი გადაიქცევა ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსად.
. (more…)