მცენარეთა დაცვის საშუალებების შერჩევა

piano-dazione-nazionale-per-luso-sostenibile-dei-pesticidi_eabb8d5242bb7d1f9fdd0b97aabd2c32
მცენარეთა დაცვის საშუალებების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები:
მცენარეთა დაცვის ყველა საშუალება უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს ნებადართული პესტიციდების მოქმედ სახელმწიფო კატალოგში, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
 პრეპარატები რომლებიც ნებადართულია  გამოსაყენებლად  ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც  გათვლისწინებულია პესტიციდების მოქმედი ნივთიერებები და მათი დასაშვები მაქსიმალური ზღვრული დონეები კონკრეტული პროდუქტების მიხედვით.

ყველა პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს:

*  ეტიკეტზე მითითებული დაავადების, მავნებლის ან სარეველის წინააღმდე;

*  იმ კულტურაზე, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე ან პესტიციდების კატალოგში;*

პესტიციდის ეტიკეტზე ქართულად უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია;

*  სახელწოდება;
მოქმედი ნივთიერება;
პრეპარატის ფორმა და მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია;
*  დანიშნულება (ინსექტიციდი  ფუნგიციდი, ჰერბიციდი და სხვა);
*  გამოყენების სფერო, რომელი ორგანიზმისთვის გამოიყენება და რომელ კულტურაზე;
*  შეთავსებადობა სხვა პრეპარატთან;
პრეპარატის რაოდენობა;
პესტიციდის ტოქსიკურობის კლასი და საშიშროების ნიშანი, საშიშროების პიქტოგრამები;
ანტიდოტი;
შეზღუდვები;
დამამზადებლის სრული სახელწოდება და რეკვიზიტები, სავაჭრო მარკა;
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი;
დამზადების თარიღი და ვარგისიანობა, პარტიის ნომერი;
შენახვის პირობები;
*  ტარის ხელახალი გამოყენების დაუშვებლობა და ინსტრუქცია ჭურჭლის უსაფრთხო უტილიზაციისა და გაუნებელყოფის       შესახებ;
   ფერმერმა  ასევე უნდა მოითხოვოს თითოეული პრეპარატისთვის უსაფრთხოების ინსტრუქცია, რომელიც უნდა                     არსებობდეს  ქართულ   ენაზე შესაბამის რეალიზაციის პუნქტში.
მცენარეთა დაცვის საშუალებების დასაწყობება ყველა მიღებული მცენარეთა დაცვის საშუალება განთავსებული უნდა
   იყოს   თავდაპირველ, დაუზიანებელ ტარაში და ჰქონდეს შესაბამისი მარკირება;
*  დაუშვებელია პესტიციდის შეძენა გახსნილი შეფუთვით ან ტარით;

დატოვე კომენტარი