Month: დეკემბერი 2014

მეთევზეობა

7_1

დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცილოვანი პროდუქტების წარმოების გადიდებისა და ადამიანთა სრულფასოვანი კვების პროდუქტებით  უზრუნველყოფის საკითხს. ამ პრობლემის რეალიზაციაში თავისი წვლილი შეაქვს მეთევზეობას, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში წარმოებული ხორცის საერთო ბალანსში თევზის ხვედრითი წილი 45%- ზე მეტია.თევზი დიეტური საკვებია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. ყოველი 100გ თევზის ცილიდან ადამიანი ითვისებს 40 გ-ს, იგივე რაოდენობის ღორის ცილიდან -20 გ -ს, ხოლო  ძროხისა-15 გ-ს. ცხოველური ცილის საერთო რაოდენობის 7% თევზის ცილაზე მოდის. თევზი იძლევა არა მარტო ცილასა და ცხიმს, არამედ ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. ვიტამინი A გამოიყენება არა მარტო როგორც სამკურნალო საშუალება, არამედ ვეტერინარიაში, როგორც პირუტყვის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი. თევზის ფქვილი მეცხოველეობაში გამოიყენება როგორც კომბინირებული ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, იგი შეიცავს 67% ცილას. თევზის ფქვილის 85-90%-ს ითვისებს პირუტყვისა და ფრინველის ორგანიზმი. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ულუფაში 3-5% თევზის ფქვილის არსებობა თითქმის აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცხოველურ ცილაზე. თევზი თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით არ ჩამოუვარდება სასოფლო-საქმეურნეო ცხოველთა ხორცს.  (more…)

მეგრული წითელი ძროხა

 9-760_9_6

ლათინური დასახელება: Bos taurus

ჯიში: მეგრული წითელი

წარმოშობა: გამოყვანილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მთაბარობის მკაცრ პირობებში ქართული მთის ძროხის მეგრული ჯილაგის ხალასად მოშენებითა და მიზანმიმართული გადარჩევა-შერჩევით. მომშენებლებიდან სხვებთან შედარებით უკეთეს შედეგს მიაღწიეს ძმებმა ძიკი და ერასტი კვარაცხელიებმა, რომელთა გვარითაც ხშირად მოიხსენიება ეს ჯიში.
გავრცელებულია სამეგრელოში, გურიაში და მათ მიმდებარე ზონებში.
მთელი წლის მანძილზე უბინაოდ შენახვამ ხელი შეუწყო ამ ჯიშის ადაპტაციის დიაპაზონის გაფართოებას. ცხოველები ადვილად იტანენ შორ მანძილებზე გადარეკვას, თანაბრ ად კარგად ითვისებენ მთის ალპური და კოლხეთის დაჭაობებული საძოვარების ბალახს, აგრეთვე ადვილად ეგუებიან გარემოს ცვალებადობას. (more…)

მეგრული ცხენი

 

ლათინური დასახელება: Equus ferus caballus

ჯიში: მეგრული ცხენი

წარმოშობა: მეგრული ცხენი ძველი კოლხური ცხენის შთამომავალია. ჩამოყალიბებულია ჯოგური მეცხენეობის პირობებში და თანაბრად კარგად ეგუება დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ჭარბტენიან ეკოლოგიურ პირობებს.
საჯდომ-სასაპალნე პროდუქტიული მიმართულებისაა; საკმაოდ სწრაფმავალია. გამოიყენება დოღში და სხვადასხვა ცხენოსნურ თამაშობებში, შედარებით იშვიათად შესაბმელად მსუბუქი სატრანსპორტო სამუშაოების შესასრულებლად. (more…)

ქართული ყელტიტველა ქათამი

 yeltitvela2

ლათინური დასახელება: Gallus domesticus

პოპულაცია: ქართული ყელტიტველა ქათამი

წარმოშობა: ვარაუდობენ, რომ ზოგადად ყელტიტველა ქათმები ჩამოყალიბდა დღევანდელი ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე. საქართველოში მათი გავრცელების პერიოდი არ არის დადგენილი. ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში ყელტიტველა ქათმებს ჩინურსაც („კიტაიკას“) უწოდებენ. (more…)

კოლხური ხოხობი

Phasianus_colchicus_DT

ლათინური დასახელება: Phasianus

სახეობა: კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus)

წარმოშობა: საქართველოს ენდემია. მიეკუთვნება ქათმისნაირთა რიგის (Galliformes), ხოხბისებრთა ოჯახს (Phasianus). მისი სახელი წარმოდგება მდინარე რიონის უძველესი სახელწოდებიდან (Phasis).

(more…)

მეგრული ქათამი

megruladedali

 

ლათინური დასახელება: Gallus domesticus

პოპულაცია: მეგრულა ქათამი

წარმოშობა: უძველესი დროიდან აშენებენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში – სამეგრელოში; გვხვდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ქათმის კულტურულ ჯიშებთან შედარებით დაბალ­პროდუქტიულია, მაგრამ გამძლეა და ადვილად ეგუება ცვალებად კლიმატს.

მოკლე აღწერა: ექსტერიერის ნიშნებიდან დამახასიათებელია: საშუალო ზომის თავი, გრძელი კისერი, განიერი გულმკერდი და შდარებით მოკლე ზურგი. (more…)

რძის წარმოების ზრდა

korova (7)

მიიღწევა არა მარტო მაღალპროდუქტიული ჯიშების  გამოყენებით და სანაშენე მუშაობის დონის გადიდებით, არამედ, საკვების ხარისხისა და ფურის  მოვლის მუდმივი გაუმჯობესებით. ფურების რძის წარმოების გადიდებაზე,  ჯიშთა ფაქტორი შეადგენს, 25%-ს კვების და მოვლის და სხვა ტექნოლოგიური ფაქტორები კი  75%-ს. მთავარი ფაქტორი რომელიც განაპირობებს მეწველი ფურის პროდუქტიულობას, ესა არის  სრულფასოვანი ბალანსირებული კვება.

(more…)

მეცხოველეობა

Public domain image, royalty free stock photo from www.public-domain-image.comძროხა სხვა პირუტყვთან შედარებით ყველაზე გავრცელბული ცხოველია დედამიწაზე, ადამიანი ძროხისაგან იღებს რძის მთლიანი რაოდენობის 99 %-ს, ხორცის 30%, მისი ტყავისაგან ამზადებენ ფეხსაცმელებს, ჩლიქებისა და რქებისგან წებოს, სისხლისა და ჯირკვლებისგან სამკურნალო პრეპარატებს, ნაკელისაგან საუკეთესო ორგანულ სასუქს. ეს ცხოველი უძველესი დროიადან გამოიყენება, როგროც გამწევი ძალა სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო სამუშაოთა შესასრულებლად. (more…)