თხილი

20160827_124251_result

კვირტის ტკიპას მიერ დაზიანებული სანაყოფე კვირტიდან ხშირ შემთხვევაში ვითარდება თხილის ასეთი ნაყოფი, ამ მდგომარეობაში მას გული საერთოდ არ აქვს.   (more…)

კივი

Kiwifruit-Actinidia_deliciosa-plantation

მასალა მოგვაწოდა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობამ

ჯეიმს უ. რაშინგი კლემსონის უნივერსიტეტი, სანაპირო ზოლის კვლევის და განათლების ცენტრი, ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა

 

სამეცნიერო სახელწოდება და შესავალი: დასავლეთში გავრცელებული კივი (Actinidia deliciosa)  წარმოადგენს Actinidiaceae-ს ოჯახის მრავალწლიან მცენარეს. კივის ნაყოფი კენკრას წარმოადგენს, რომელიც შეიცავს ასობით პატარა მუქი ფერის თესლს მწვანე რბილობში. კივის კანი ბუსუსებიანია და ღია ყავისფერი. კივის სხვადასხვა ქვესახეობა სხვადასხვა მახასიათებლები აქვს, მაგ. კანის ფერი (მწვანე ან ყავისფერი), რბილობის ფერი (ყვითელი ან მწვანე), ბუსუსიანობა, გემო და სხვა (Ferguson, 1990a; 1990b). წინამდებარე ინფორმაცია ეფუძნება „ჰეივარდ“ და A. deliciosa-ს სხვა მსგავსი სახეობების მონაცემებს. ქვესახეობა A. chinensis, რომელსაც ყვითელრბილობიანი ნაყოფი აქვს, თანდათან უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ მის შესახებ ჯერ ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს. (more…)

კარტოფილი

images

მასალა მოგვაწოდა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობამ

რონალდ ე.ვოსი ბოსტნეულის კულტურების დეპარტამენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, დევისი, კალიფორნიის უნივერსიტეტი

სამეცნიერო  დასახელება  და შესავალი:  კარტოფილი (Solanum tuberosum L.,) არის ერთწლოვანი კულტურა. საკვებად გამოიყენება მცენარის მიწისქვეშა ნაწილი,  რომელიც ბოლოში ქმნის რამდენიმე ტუბერს. კარტოფილი არის სიგრილის მოყვარული  მცენარე, წარმოშობით ამერიკის კონტინენტიდან და მას  ბევრი მონათესავე სახეობა  აქვს სამხრეთ ამერიკის ანდებში. (more…)

მაყვალი

5696963ae8b81

მასალა მოგვაწოდა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობამ

პენელოპა პერკინს-ვეაზი. სამხრეთ-ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახური, ლეინი, ოკლაჰომა

 სამეცნიერო სახელწოდება და შესავალი: მაყვალი (Rubus sp.) მიეკუთვნება  ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახს და მოჰყავთ, როგორც მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა.  მაყვალი ფართოდ არის გავრცელებული აშშ-ის ცენტრალურ-სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ძირითადად მაყვლის სამი ქვესახეობა მოჰყავთ. (more…)

ლიმონი

 

64925903_slika-limona-1

 მასალა მოგვაწოდა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობამ

კენეტ კ. გროსი და ჯოზეფ ლ. სმილანიკი პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების ლაბორატორია, აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კვლევის ცენტრი, ბელტსვილი, მერილენდიხეხილის კვლევის ლაბორატორია, აშშ-ს სოფლის მეურნოების სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კვლევის ცენტრი ფრესნო, კალიფორნია

სამეცნიერო სახელწოდება და შესავალი: ლიმონი (Citrus limon L. Burman f.) მთელი წლის განმავლობაში მოჰყავთ კალიფორნიაში, რომელიც ამ ციტრუსის ძირითადი მწარმოებელი შტატია.  ლიმონი მოჰყავთ ასევე არიზონაში და უფრო მცირე რაოდენობით ფლორიდაში. ლიმონის ძირითადი ქვესახეობებია „ევრიკა“ და „ლისბონი“. ორივეს აქვს მკვრივი, გლუვი კანი და წვნიანი რბილობი მცირე რაოდენობის თესლებით. ლიმონის ზუსტი წარმოშობა უცნობია, მაგრამ ზოგი წყარო მის სამშობლოდ ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთს მიიჩნევს.

(more…)