Day: 01/11/2014

თხილის ბაღის გაშენება მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები

თხილს (Corilys Pontica) კაკლოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია. ძველ ბერძნებს თხილის რტო ოჯახური ბედნიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ მიაჩნდათ, რომაელები კი მას ჯანმრთელობასა და ძალასთან აიგივებდნენ. სასარგებლო საკვები და სამკურნალო თვისებებისა და ეკონომიური მნიშვნელობის გამო თხილის კულტურა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და დღესაც მსოფლიო ბაზრის ყურადღების ცენტრშია.

სავარაუდოდ თხილის სამშობლოდ საბერძნეთს მიიჩნევენ. ძველბერძენი ფილოსოფოსი პლინეი წერდა, რომ თხილი საბერძნეთში სირიიდან შეიტანეს. თუმცა თხილი იზრდებოდა მცირე აზიასა და კავკასიაშიც, საიდანაც იგი გავრცელდა ჯერ ევროპაში, ხოლო XVII-XVIII საუკუნეში შეტანილი იქნა ამერიკაშიც.

                                               

მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იდეალური პირობებია თხილის კულტურის გაშენებისათვის და სწორედ აქედან გავრცელდა თხილი მთელ მსოფლიოში. თხილის თურქული სახელი “findik” წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან – “pontikos”, რაც ნიშნავს: “შავი ზღვიდან”.