მეფუტკრეობა

ყვავილის მტვერი და ჭეო

63505500488

 

.ყვავილის მტვერი – ეს მცენარეების მამრობითი უჯრედებია, რომლებიც  იმპულსს აძლევენ ახალი სიცოცხლის ჩასახვას: ყვავილის მტვრის უნიკალური ბიოლოგიური აქტიურობის მეშვეობით უფერული ბუტკოს დინგი  ხასხასა წითელ კენკრად,  მზეზე მოელვარე მწიფე ვაშლად ან თუნდაც უზარმაზარ ნარინჯისფერ ფორთოხლად გარდაიქმნება. არაფერი, რომ არ ვთქვათ ნესვებზე და საზამთროებზე – ისინიც ხომ გემრიელ, წვნიან  გიგანტებად ყვავილის მტვრის მეშვეობით გადაიქცნენ. წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რა ძალისა და სიძლიერის მატარებელია ყვავილის მტვრის უჯრედები, თუ როგორ საოცარ გარდაქმნებს უზრუნველყოფენ ისინი! ყველაფერი ეს არასდროს ყოფილა საიდუმლო –  ადამიანებმა მხოლოდ ეხლახანს იპოვეს ეს საოცრება, ფუტკრებმა კი, 200 მილონი წელია რაც ყვავილის მტვერი ჩართეს  თავიანთი შთამომავლობის რაციონის ძირითად ელემენტად.  ყვავილის მტვერი (იგივე ფუტკრის ფეხგუნდა) არის უნიკალური ვიტამინური კომპლექსი.

(more…)

რა არის დინდგელი?

109179456_425ტერმინი ,,დინდგელი” ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ამოლესვას. მას ფუტკრები იყენებენ საფრენის შევიწროვებისათვის, სკის ნაპრალების ამოლესვისათვის, ისინი ერთგვარად აბალზამებენ მათ მიერ დანესტრილ სკაში მოხვედრილ მწერებსა და მღრნელებს. დინდგელი ძვირფასი სამკურნალო პრეპარატია. იგი ახდენს ბაქტერიოციდულ, ანტიტოქსიკურ, ანთების საწინააღმდეგო, საანესთეზიო და ორგანიზმის ინფექციისაგან დამცავი ფაქტორების მასტიმულირებელ მოქმედებას. ფუტკრები დინდგელს აგროვებენ ალვის ხის, ბზის, წაბლისა და მრავალი სხვა მცენარეებიდან. ფუტკრები მცენარეებიდან აგროვებენ წებოვან ნივთიერებას, მას ემატება ცვილი, ყვავილის მტვერი, ფუტკრების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები და სპეციალური გადამუშავების მერე, ეს ყველაფერი გადაიქცევა ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსად.
. (more…)

500 კითხვა პასუხები მეფუტკრეობაზე

u1rlI. მცირედი ინფორმაცია თაფლის მომცემი ფუტკრის კვლევის ისტორიის შესახებ

1. პირველად როდის დაიწყეს თაფლის მომცემი ფუტკრის შესწავლა?

პირველად ჰოლანდიელმა მეცნიერ იაკ სვამერდამი (1637-1680) შეისწავლა მწერების ანატომია და მეტამორფოზა, მან თაფლის მომცემი ფუტკრები აღწერა სამეცნიერო ნაშრომში ,,ბუნების ბიბლია”

2. მეფუტკრეობის განვითარებაში, რომელმა სამეცნიერო მიღწევებმა ითამაშეს მთავარი როლი?

ცნობილი შვეიცარიელმა მეცნიერმა გუბერმა (1750—1831) დაადგინა, რომ დედა ფუტკრის განაყოფიერება მამრის მიერ ხდება სკის გარეთ, ხოლო ამ უკანასკნელის გარეშე დედა ფუტკარი დებს გაუნაყოფიერებელ კვერცხებს. (more…)

რატომ ქრებიან ფუტკრები

2

ფუტკარი პაწაწინა არსებაა რომელიც დიდ საქმეს აკეთებს, ის ჩვენი გარემოს ქვაკუთხედია, ადამიანის არსებობის ერთ-ერთ უმდიდრეს წყაროდ გვევლინება. ისინი უმნიშვნელოვანეს საქმეს ასრულებენ ჩვენს პლანეტაზე.  სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლის 1/3 სწორედ მათი წყალობით მოდის. ფუტკარი ერთადერთი მწერია, რომელიც ექვსი სახის პროდუქტს იძლევა რომელთაგან ყველას საუკეთესო სამკურნალო თვისებები აქვს. მსოფლიოში ფუტკრების რიცხვი თანდათან კლებულობს, ეს მეტად შემაშფოთებელი ფაქტია. თუ მეცნიერები ამ მოვლენას ვერ შეაჩერებენ, შეიძლება ფუტკრები სამუდამოდ გაქრნენ, რაც სერიოზული დანაკარგი იქნება დედამიწისთვის. (more…)

მანანა თაფლი

bee-big-4

ცნობილია არა ხელსაყრელი კლიმატური პირობების დროს გვალვიან ამინდში თაფლოვანი  მცენარეებიი ამცირებენ ან წყვეტენ ნექტრის გამოყოფას სანექტრეებით და ფოთლების საშუალებით გამოყოფენ ტკბილ სითხეს.სწორედ ეს არის მცენარეული მანანა, რომელიც ფუტკარს სკაში შემოაქვს ნექტრის სახით. (more…)

რაფსი – საუკეთესო თაფლოვანი მცენარე

ერთწლიანი მცენარეა, მიეკუთვნება ჯვაროსანთა ოჯახს. რაფსი გვხდება როგორც საშემოდგომო ისე საგაზაფხულო ფორმა. ფესვთა სისტემა მთავარ ღერძიანია ძლიერი დატოტვილი და ღრმად მიმავალი ნიადაგში. ყვავილედი მტევანია ნაყოფი ჭოტი. საშემოდგომო რაფსი მაღალ მოსავლიანია. ჰექტარზე საშუალოდ 20-30 ცენტნერი. რაფსი გრძელი დღის მცენარეა; ხასიათდება სუსტი ზამთარ-გამძლეობით. რაფსისათვის კარგი წინამორბედია პარკოსანი ბალახები, სათოხნი და თავთავიანი კულტურები. რაფსის თესლი მწიფდება ივნისის თვეში. (more…)

ფუტკრის ზამთრობა

ფუტკრის ოჯახი ზამთარს გუნდად შეკრული ატარებს. გუნდში შემავალი  ფუტკრები აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და ზოგიერთი მწერისა და ძუძუმწოვრის მსგავსად ზამთარს ძილქუშში არ ატარებენ. გუნდი იკვრება  8 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დადგომის დროს. მისი ცენტრი სკის უფრო თბილ, სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთ კედელთან იმყოფება. (more…)

როგორ გამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას. (more…)