ციტრუსოვნების მავნებლები და დაავადებები

ციტრუსოვანთა მავნებლები

ვერცხლისფერი ტკიპა (phyllocoptrutaoleivoruz)
ციტრუსოვანთა წითელ ბეწვიანი ტკიპა (panonychus citri)
ციტრუსოვანთა ფრთათეთრა (dialeurodes ctri)
ღინღლიანი ბალიშა ცრუფარიანა (chloropuvlinaria auranthii)
ჩინური ცვილისებრი ცრუფარიანა (cezoplastes sinensis)
ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა (aonidiella citrina)
ნარინჯოვანთა ბუგრი (toxoptera aurantii)
ჩხირისებრი ფარიანა (Sepidosaphes gloverii)

ვერცხლისფერი ტკიპა (phyllocoptruta oleivoruz)

აზიანებს ციტრუსოვანთა ფოთლებს, ნაყოფებს, კვირტებსა და ყლორტებს. დაზიანებული ნაყოფი აღარ იზრდება ან სუსტად ვითარდება, ფერს იცვლის მოყავისფრო – ჟანგისფერს იღებს.ხოლო ტოტები და ყლორტები ოდნავ მურა ფერს ღებულობენ. დაზიანებისას ნაყოფი იფარება სქელი კორპით, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ქსოვილების სასიცოცხლო პროცესებზე. დაზიანებულ ნაყოფში საერთო შაქარი ბევრად ნაკლებია, ვიდრე – საღში, ტკიპა ზამთარს ზრდასრულ ტკიპას ფაზაში ატარებს, კვირტის ქერცლის ქვეშ, ფოთლის ყუნწის  ფუძეში. დასაზამთრებლად გადასვლა იწყება ნოემბრიდან და გრძელდება შუა დეკემბრამდე. გაზაფხულზე ეგეტაციის პირველ ფაზაში, აპრილში ტკიპა ზამთრობიდან გამოსვლას და ფოთლებზე კვერცხების დადებას იწყებს. ფოთლებზე ჩნდება ჟანგისფერი ლაქები. დაახლოებით მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ ნახევარში ტკიპა ფოთლებიდან ნაყოფზე გადასვლას იწყებს როცა ნასკვი თხილის ოდენაა, თუ ლინზის მეშვეობით დავაკვირდებით ნაყოფს ჩვენ მას შევამჩნევთ, ხშირად ისინი სახლდებიან ნაყოფის ყუნწის ქვეშ ძლიერი გავრცელების შემთხევაში ტკიპები სახლდებიან ნაყოფის მთელ ზედაპირზე და იკვებებიან, ეს პერიოდი მის წინაამღდეგ საბრძოლველად ყველაზე ეფექტიანია. ბრძოლის ღონისძიებები: ამ პერიოდში ხდება ქიმიური პრეპარატებით შეწამვლა ვერმიტეკი, ან მასაი ან ფაქტორი. ასევე შეიძლება ადრე გაზაფხულზე გამოვიყენოთ აგრი-მეკ [აბაბექტინი] მინერალური ზეთის ნარევთან. ენვიდორის გამოყენება შეიძლება სეზონზე მხოლოდ ერთხელ. ვერცხლისებრ ტკიპას ყავს ბუნებრივი მტერი: მტაცებელი ტკიპა ფიტოსეიდების ჯგუფიდან, მნიშვნელოვანი მტაცებელია ასევე ჭიამაია სტეტორუსი. ტკიპას მტაცებლები იკვებება ვერცხლისებრი ტკიპებით, მაგრამ ბუნებრივი მტრები არაეფექტურია.

FHR-53270-00061-808 - © - FLPA/Len McLeod

ციტრუსოვანთა წითელ ბეწვიანი ტკიპა (panonychus citri)

წითელბეწვიანი ტკიპა თავის აქტიურ ფაზაში ციტრუსოვანთა მწვანე ორგანოებს აზიანებს. მისი მატლები და ზრდასრული ფორმა წუწნით აზიანებენ ფოთლებს, ტკიპით დაზიანებული ნარინჯოვანთა ფოთლები ქლოროზით დაავადებულს გავს, დაზიანებული ფოთლები ქლოროფილის მარცვლებს მცირე რაოდენობით შეიცავს, ფოთლის ქსოვილი განიცდის დეფორმაციას, ეპიდერმისი და პარენქიმა შეზნექილია, რის შედეგადაც მუქდება. ფოთლები და ყლორტები ვეღარ ვითარდება და მცენარე კნინდება. ეს მავნებელი წელიწადში 10 თაობას იძლევა. მავნეობის პიკი მაის–ივნისი.ტკიპას რიცხობრივი ზრდა გაზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე შეიმჩნევა. ბრძოლის ღონისძიებები: ამ პერიოდში ხდება ქიმიური პრეპარატებით შეწამვლა ვერმიტეკი, ან მასაი ან ფაქტორი. ყავს ბუნებრივი მტერი: მტაცებელი ტკიპა ფიტოსეიდების ჯგუფიდან, მნიშვნელოვანი მტაცებელია ასევე ჭიამაია სტეტორუსი. ტკიპას მტაცებლები იკვებება  წითელბეწვიანი  ტკიპებით, მაგრამ ბუნებრივი მტრები არაეფექტურია. 

ციტრუსოვანთა ფრთათეთრა (dialeurodes citri)

ციტრუსოვანთა ოჯახის თითქმის ყველა წარმომადგენელს აზიანებს, იგი ზამთარს მატლისა და ნაწილობრივ პუპარიუმის ფაზაში ატარებს. გაზაფხულის ბოლოს მაისის თვეშიპუპარიუმიდან გამოფრენილი იმაგომცენარის ქვედა ფოთოლზე კერცხებს გაფანტულად დევს. კვერცხების რაოდენობა ფოთოლზე ზოგჯერ ძალიან დიდია, პირველად კვერცხი მკრთალი ფერისაა შემდეგ მუქდებაემბრიონის განვითარების ხანგრძლივობა ერთი კვირაა. ახალგამოჩეკილი მატლებიფოთლის ქვედა მხარეზე იკვებებიან. წელიწადში იძლევა 3 – 4 თაობას ვითარდება მაის – ივნისში, მეორე თაობა
ივლისი – სექტემბერი. ხოლო მესამე თაობა სექტემბრიდან – აპრილამდე.
პირველად ზიანს აყენებენ მოხეტიალე მატლები წუწნით ფოთლის ქვედა
მხარეზე – ფოთლებიდან ახალგაზრდა ყლორტები დეფორმირდება, კნინდება და
ხმება. მავნებელის მიერ გამოყოფილი ექსტრემენტებზე სახლდება
სიშავისგამომწვევი საფროფიტი სოკოები – ისინი ხელს უშლიან სუნთქვასა და
ფოტოსინთეზის ნორმალურ მიმდინარეობას.ბრძოლის ღონისძიებები:ფრთათეთრას წინაამღდეგ კონტაქტურ ნაწლავური ინსექტიციდები ფასტაკი,  მასაი,

ღინღლიანი ბალიშა ცრუფარიანა
(chloropuvlinariaauranthii)

აზიანებს ფოთლებს, ნაყოფებს, ყლორტებს. ფოთლები იფარება ფრინველის
ექსრემენტის მსგავსი საკვერცხე ტომრებით, რაც ხელს უშლის ფოთლების
ნორმალურ ასიმილაციას. მავნებელს აქვს 1–2 გენერაცია.

1

ჩინური ცვილისებრი ჩინური ცრუფარიანა (cezoplastes sinensis)
წელიწადში ერთი გენერაცია. დაზიანება სხვა ცუფარიანების ანალოგია.

ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა (aonidiella citrina)
სახლდებიან კოლონიებით და წუწნით აზიანებენ ფოთლებს, ყლორტებს და
ნაყოფებს. იძლევა 3–4 თაობას.

ჩხირისებრი ფარიანა (lepidosaphes gloverii)
წელიწადში იზლევა სამ თაობას. ზიანი ამ მწერისაგან საკმაოდ დიდია. გარდა
პირდაპირი ზარალისა, მისი მასობრივი გავრცელება იწვევს მცენარის საერთო
დასუსტებას, ჭრილობების წარმოქმნას, ხელს უწყობს მასზე მთელ რიგ სოკოვან
და ბაქტერიალურ დაავადებათა განვითარებას. ფარიანებს ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი მტაცებლები აკონტროლებს, კრაზანა, ჭიამაია. ბუნებრივი მტრების განადგურების თავიდან აცილების მიზნით მოვერიდოთ ფართო სპექტრის პრეპარატების გამოყენებას. აუცილობლის შემთხვევაში გამოვიყენოთ მინერარული ზეთი. სეზონის განმავლობაში შევასხუროთ ერთჯერ ან ორჯერ, გაზაფხულის ბოლოს ზაფხულის დასაწყისში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გვიან ზაფხულში.

ნარინჯოვანთა ბუგრი (toxoptera aurantii)
ძირითადად ყლორტებზე და ახალგაზრდა ფოთლებზე სახლდება და წუწნით
აზიანებენ მათ. ფოთლები იკრუნჩხებიან და ყლორტები წყვეტენ ზრდას

ციტრუსოვანთა დაავადებები

ციტრუსოვანთა ბაქტერიული ნეკროზი ანუ ციტრუსბლასტი (pseudomonas citriputeale)
ქეცი ანუ მეჭეჭიანობა (sphaceloma favcetii)
ანთრაქნოზი (colletotrichum gloesporiodes)
ფიტოფტორა (phitoftora citroftora)
მალსეკო (phoma tracheiphylla)

 

ციტრუსოვანთა ბაქტერიული ნეკროზი ანუ ციტრუსბლასტი (pseudomonas cytriputeale)

ავადდება, ციტრუსოვან მცენარეთა ტოტები ფოთლები და ნაყოფები. ავადმყოფობა პირველად ყუნწიდან იწყება, ეკლებისა და ფოთლების მიმაგრების ადგილებზე, იშვიათად მუხლთაშორისებზეც გვხდება. ციტრუსოვანთა სახეობისა დაჯიშების მიხედვით სიპტომები ცვალებადია. ლიმონზე პირველი ნიშნები შეიმჩნევა ტოტებზე, ფოთლების მიმაგრების ადგილას მურა ფერის ლაქის სახით, რომელიც შემდგომ მოწიტალო პრიალა ხდება. ლაქა ცოტათი ამობურცულია დასარი ფოთლისაგან მკვეთრად გამოირცეა. მლაქით შემორკავლის შემდეგ ღეროს ზედა ნაწილი კვდება.

მანდარინის დაავადების დროს, ყლორტის გასწვრივ ჩნდება შავი ფერის გრძელი ლაქები, რომლებიც მუხლთაშორისებში სწრაფად იწვევს ღეროების შემორკალვას, შემდგომში კი მათ ხმობას.

დაავადებული ფოთლები სხვადასხვა ზომის შავი ლაქებით იფარება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ყუნწის მხრიდან იწყება, ვითარდება მთავარი ძარღვის გასწვრივ და ნიწვევს ფირფიტის გრეხას. ნაყოფის დაავადება ჩვენში იშვიათი მოვლენაა, ავადმყოფობა მასზე მუქი ყავისფერი და მოშავო ლაქების სახით ვლინდება. რომლებიც ვითარდება ნაყოფის კანზე, რბილობში არ გადადის. ციტრუსოვნების ბაქტერიული ნეკროზის შედეგად მავნეობა გამოიხატება შემდეგში: ყლორტებისა და ტოტების დაავადება მათ ახმობს, რითაც ძალზე მცირდება ზრდა და სანაყოფე კვირტების რაოდენობა, რაც თავისთავად მიმდინარე და მომავალი წლის მოსავლის უშუალო შემცირების მიზეზია. დაავადებების გადატანა ხდება დაზიანებული ადგილებიდან ქარით და მწერებით. ავადმყოფობა ძლიერდება ცივ წვიმიან და ქარიან ამინდში ვლინდება გაზაფხულზე დათბობისთანავე. ბრძოლის ღონისძიებები: სწორი აგროღონისძიებების გატარება, ქარსაცავის მოწყობა, ზაფხულში მოვერიდოთ აზოტოვანი სასუქების შეტანას.  მცენარის ვარჯის სწორი გასხვლა, დაავადებული ტოტების მოცილება, სასუქების ბალანსირებული შეტანა. ადრე გაზაფხულზე თებერვალი მარტი ავადმყოფობის განვითარების შემთხვევაში 2%- ანი ბორდოს ხსნარის შესხურება

ქეცი ანუ მეჭეჭიანობა (sphaceloma favcetii)

ავადდება ფოთლები, ყლორტები და ნაყოფი. ყველაზე მგძნობიარეა მზარდი ყლორტები, ახალგაზრდა ფოთლის ფირფიტაზე ჩნდება ამობერილი, კონუსისებრი მეჭეჭები. ნაყოფებიც ისევე ავადდებიან, როგორც ფოთლები. მეჭეჭების განვითარება იწყება ჯერ კიდევ ახალ გამონასკვულ ნაყოფზე. ნაყოფის ზრდასთან ერთად ინფექცია ნელდება. ბრძოლის მეთოდები: სარაველების კონტროლი, ვარჯის გამოხშირვა, რომელიც ხელს შეუწყობს ჰაერის ცირკულაციას.

15CitrusScab

Citrus_Scab_Leaf6_Florida_Div_of_Plant_Industry_Archive_Florida_Dep_of_Ag_and_Consumer_Services_Bugwood.org_cshttp---www.ctahr.hawaii.edu-oc-freepubs-pdf-PD-60.pdf - Adobe Reader

더뎅이병-1

ანთრაქნოზი (colletotrichum gloesporiodes)

ავადდება ფოთლები, ყლორტები, ტოტები და ნაყოფი. ლაქას ხშირად ნახევარიფოთლის ფირფიტა უკავია. ყლორტების დაავადების დროს ლაქები პირველადმურა ფერისაა შემდეგ კი ნაცრისფერს რებულობს.ნაყოფი ავადდება ძირითადად მომწიოფების და სიმწიფის პერიოდში – ბაღებშიდა შენახვის დროსაც. ლაქა ყუნწის მიმაგრების ადგილზე ვლინდება.ავადმყოფობა ჩნდება ხშირად მოუვლელ ნაკვეტებზე, ყინვისაგან დაზუანებულმცენარეებზე, მზისგან დამწვარ ფოთლებზე და სხვა.

05-02.-tanso-byou

colletotrichum-gloeosporioides-citrus-01Soft_brown_decay_at_the_stem_end_of_a_Meyer_lemon_infected_with_Colletotrichum_gloeosporioides_UC_Statewide_IPM_Program_cs Colletotrichum_gloeosporioides103

ფიტოფტორა (phitoftora citroftora)

ავადდება ფოთლები, ყლორტები, ტოტები და ნაყოფი. დაავადებაგანსაკუთრებით სანერგეებს აზიანებს. ნერგებზე უმეტესად მუხლზე და მყნობისადგილებზე ყავისფერი ლაქების სახით ვლინდება. ლაქას შეუძლია შემორკალოსღერო და ნერგი დაზიანებული ადგილის ზემოთ ხმება. როდესაც ნაყოფზევლინდება ყავისფერი სიდამპლესავით მაღალი ტენიანობის დროს შეიძლება დაფაროს მთლიანი ნაყოფი და ნაყოფი გამოიყურება მდუღარე გადასხმულივით.

მალსეკო (phoma tracheiphylla)

დაავადების გარეგნული ნიშნებია ტოტებზე სუსტი ქლოროტულობა, ფოთლების შეყვითლება და ცვენა. ხის ხმობა ტოტებიდან იწყება. ფოთლები მუხლზე ან მუხლთან ერთად ცვივა. მუხლთაშორისებზე ვითარდება მოყავისფრო მონაცრისფერო ლაქები.

Picture1_Mal_secco_symptoms_on_a_Citrus_medica_branch_DE_cs

0660093

 

წამლობა ქიმიური მეთოდებით უნდა დავიწყოთ ყვავილობის დაწყებამდე, დროული შესხურება მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა განხორციელდეს მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით. პირველი შესხურება, როცა ყლორტები  5-6 სმ-ს მიაღწევს. აზოქსისტრობინ, ტრიფლოქსისტრობინი და პირაქსტრობინის შემცველი პრეპარატებით. ორჯერადად ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება. მეორე შესხურება, ფენდუქონაზოლ ან დიფენოკონაზოლის შემცველი პრეპარატით. მესამე შესხურება სამი კვირის შემდეგ სპილენძის შემცველი ნებისმიერი პრეპარატი.

 

სანიტარული ღონისძიებები

იმ მიზნით რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაავადებათა საინფექციო მარაგი და განადგურდეს მავნებელთა კვერცხები და მოზამთრე ფაზები, უნდა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

*გამხმარი ტოტებისა და ყლორტების შეჭრა და შეგროვება ჩამოცვენილ ფოთლებთან და ტოტებთან ერთად,  გამოტანა დაწვა.

*მჭიდრო ვარჯის გამოხშირვა აერაციის გაუმჯობესების მიზნით.

*შტამბები იწმინდება ხავსებისა და ლიქენებისაგან. უტარდება ხავსებისა და ლიქენების საწინაამღდეგო ღონისძიებები, შესხურება 3-5 % იანი რკინის ძაღის ხსნარით.

*მალსეკოთი და გუმოზით შტამბების და ტოტების ერთდროულად დაავადების შემთხვევაში, მცენარე უნდა ამოიძირკვოს და დაიწვას, ნიადაგი უნდა დამუშავდეს.

 

Advertisements

2 comments

  1. მაინტერესებს მადარინის ლიმონის და ფორთოხალის, შეწამლვა როდის უნდა დავიწყო და როგორ.რა პრეპარატებია საჭირო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s