დასავლეთ რეგიონებში თხილის პირველადი მწარმოებლები ძირითადად წვრილი მეურნეები, წვრილი საოჯახო მეურნეობები არიან, რომელთა ფართობი 0.2-1.5 ჰა და ოდნავ მეტია. თხილის ბაღები ხშირ შემთხევაში გაშენებულია ქაოტურად, სტანდარტების გარეშე. ბაღებს უმეტეს შემთხვევაში არ უტარდება მცენარის ზრდა – განვითარებისა და მოვლა–მოყვანისათვის საჭირო აუცილებელი აგრო–ღონისძიებები.