მეხილეობა

ხეხილის რეკომენდებული და პერსპექტიული  ჯიშების მოკლე ბიოლოგიურსამეურნეო დახასიათება    

ბლის  ჯიშები 

ხარისგულა – ძველი ჯიშია,  ხე საშუალო  ზრდისაა, ‘ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_5 წელს, გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, მწიფდება  ივნისის მეორე ნახევარში, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობით, ნაყოფი მსხვილია (7 – 7.5 ) გ, გულისებრი ფორმის, მუქი წითელი ფერის, მიმზიდველი სასაქონლო სახის. რბილობი მკვრივი, წვნიანი, კარგი საგემოვნო თვისებების, ხარისგულა  ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში.

 თათრული შავი  – ძველი ყირიმული ჯიშია,  ხე ძლიერი   ზრდისაა, ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_4-5 წელს, გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, მწიფდება  ივნისის პირველ  ნახევარში, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობით, ნაყოფი საშუალო სიმსხოსი ან  მსხვილია, საკმაოდ განიერი ღარი ნაყოფს  ორ ნაწილად ჰყოფს,  შეფერვა მუქი წითელი შავ ფერში გარდამავალი, რბილობი მოშავო წითელი, წვნიანი და ნაზი, კარგი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა. ფართოდ  გავრცელებული ჯიშია.

დროგანის ყვითელი  – ძველი გერმანული ჯიშია,  ხე ძლიერი   ზრდისაა, ყვავილობა საგვიანოა, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_4-5 წელს, გამოირჩევა რეგულარული და უხვი  მოსავლიანობით, ივლისის პირველ ნახევარში, ნაყოფი მსხვილია,  მომრგვალო ფორმის, გვერდებიდან შებრტყელებული, შეფერვა ყვითელი, ყუნწი გრძელი,  რბილობი მოყვითალო, მკვრივი, გემო მოტკბო, ოდნავი სიმჟავით, კურკა საშუალო სიდიდის.   ფართოდ  გავრცელებული ჯიშია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

ალუბლის  ჯიშები 

ქართული ალუბალი – ადგილობრივი ჯიშია, ამ დასახელების ქვეშ გაერთიანებულია  მრავალი კლონი და ფორმა, რომელიც მრავალი საერთო ნიშნით ხასიათდებიან. ხე საშუალო  ზრდისაა, ‘ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_3-5 წელს, ახასიათებს რეგულარული და უხვი მოსავალი, კრეფის დრო სხვადასხვაა (დამოკიდებულია კლონურ თავისებურებებზე) და შესაბამისად იცვლება  ივნისის დასასრულიდან ივლისის დასასრულამდე. ხასიათდება დაბალი ტრანსპორტაბელურობით, ნაყოფი საშუალო (3 – 3.5 ) გ, მობრტყო-მომრგვალო  ფორმის,  მუქი წითელი ფერის, რბილობიც მუქი წითელი ფერისაა, საშუალოდ წვნიანი, კურკა პატარა, მომრგვალო ფორმის, გემო მომჟავო. საუკეთესო ნედლეულია გადასამუშავებლად,  ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

პოდბელსკი – ძველი ინტროდუცირებული  ჯიშია,  ხე ძლიერი  ზრდისაა, ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_3-5 წელს, ახასიათებს რეგულარული და უხვი მოსავალი, ნაყოფი მწიფდება  ივლისის პირველ ნახევარში არაერთდროულად,  ნაყოფი მსხვილი, მუქი წითელი ფერის, რბილობი ნაზი, წვნიანი და ხორციანი,  კურკა პატარა, გემო მოტკბო-მომჟავო, შესაძლებელია სასუფრედ გამოყენება. რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის სამრეწველო რეგიონებისათვის.

ზვიად ბობოქაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი

Advertisements

  ნექტარინი var Nectarina  ანუ ვაშლატამა Prunus persica

 

ვაშლი

მასალები მოგვაწოდა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობამ  

კარლოს ჰ. ქრისოსტო და ადელ ა. კადერი პომოლოგიის განყოფილება, კალიფორნიის უნივერსიტეტი, დეივისი, კალიფორნია.

 სამეცნიერო  დასახელება  და შესავალი: ნექტარინი, იგივე გლუვკანიანი ატამი, იგივე ვაშლატამა (Prunus persica, var Nectarina) აღწერილია, როგორც  ჩვეულებრივი შებუსული ატმის ნაირსახეობა, თუმცა მისი წარმომავლობა უცნობია. იმის გამო, რომ იგი  ატმის ნათესარს წარმოადგენს,  მსოფლიოს უმეტეს ადგილებში, სადაც ატამი მოყავთ, ნექტარინი ინტროდუცირებულს ანუ შეტანილს წარმოადგენს. (more…)

ხეხილის ბაღის ნარგაობის ტიპები

14_-_копия

მეხილეობაში გამოყენებულია ხეხილის ბაღის გაშენების სხვადასხვა მეთოდები როგორიცაა: სტანდარტული ტიპის ბაღი, ნახევრად ინტენსიური ბაღი, ინტენსიური ბაღი და სუპერ ინტენსიური ბაღი.  

(more…)

სუბტროპიკული ხეხილი

khaki-529436_640

აღმოსავლური ხურმა Diospyros kaki kl Thunb. საქართველოში გავრცელებულ სუბტროპიკულ ხეხილოვნებს შორის, აღმოსავლურ ანუ სუბტროპიკულ ხურმას, ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია.აღმოსავლური ხურმა ბოტანიკურად მიეკუთვნება ხურმისებრთა Ebanaceac ოჯახს და Diospyros გვარს. ეს გვარი ორასზე მეტ სახეობას შეიცავს, რომელთაგან უმეტესობა ტროპიკული ქვეყნების მცენარეა, მხოლოდ ზოგიერთი სახეობაა სუბტროპიკული წარმოშობის, მათ შორის, პირველ რიგში, ყურადღებას იმსახურებს: აღმოსავლური ხურმა Diospyros kaki, კავკასიური ხურმა Diospyros  lotus, ვირჯინიის ხურმა Diospyros virginiana. (more…)

ფეიხოა feijoa Scllowiane berg

151922_87a0273f

საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებულ სხვა სუბტროპიკულ  ხეხილოვნებს შორის თავისი ორიგინალური გარეგნობით, ნაყოფმსხმოიარობით და გამოყენებით ფეიხოას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი წარმოშობით   სამხრეთამერიკული მცენარეა და ტვიასებრთა myrtaceae ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნება. მარადმწვანე, მრავალწლიანი 2-4 მ-მდე ბუჩქია. (more…)

ფოთოლცვენიდან ვეგეტაციის დაწყებამდე ჩასატარებელი სამუშაოები ხეხილის ბაღში

osennii-sad-Landscaping-Idias

მოსვენების პერიოდის დაწყებიდან ანუ ფოთოლცენიდან ვეგეტაციის დაწყებამდე ხეხილის ბაღში უნდა ჩატარდეს , მთელი რიგი სამუშაოები,  კლიმატური პირობებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. ვინც აპირებს ბაღის გაშენებას,  უმჯობესია დარგოს შემოდგომით, ყინვების დაწყებამდე.  დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ თბილ რაიონებში უმჯობესია ხეხილოვან მცენარეთა დარგვა შემოდგომით. (more…)