მეფუტკრეობა

სკა – სახეობები, ტიპები და კომპლექტაცია

(more…)

Advertisements

საქართველოს ძირითადი თაფლოვანი ფლორა და მისი გაუმჯობესების ხერხები  

  ფუტკრის საკვები ბაზა ის ფაქტორია, რომლის გარეშე მეფუტკრეობა არ  არსებობს. საფუტკრის მოწყობის დროს, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რა სახის თაფლოვანი მცენარეები არსებობს სიახლოვეს, როდის შეუძლია ფუტკარს მათგან ნექტრისა და ყვავილის მტვრის მოპოვება და აქედან გამომდინარე, განსაზღვროთ თქვენი საქმიანობის ხასიათი ფუტკრის  მოვლა – მოშენების საკითხებში. ამ ქვეთავში განიხილება ქვეყნის თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარეების დახასიათება და ფუტკრის საკვები ბაზის გაუმჯობესების ამოცანები. (more…)

მეცნიერები განგაშს ტეხენ: ფუტკრების გადაშენება კაცობრიობის არსებობას საფრთხეს უქმნის

 

მსოფლიოში, ყოველწლიურად  კლიმატური ანომალიების და ადამიანის მოღვაწეობის გამო ფუტკრების 20 % იღუპება. ენტომოლოგების აზრით ამან შეიძლება ცივილიზაცია ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს და თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, 2035 წლისთვის ეს სასარგებლო მწერი შესაძლოა საერთოდ გადაშენდეს. (more…)

საქართველოს თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი და თაფლპროდუქტიულობა

 

 

საქართველოს ტერიტორიის მიხედვით შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ მცენარეული საფარის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში რელიეფის, ადგილის სიმაღლის, ჰავისა და ნიადაგის განსხვავებულობით.

საქართველოს მცენარეული საფარის ხასიათზე უდიდესი გავლენა მოახდინაადამიანის სამეურნეო საქმიანობამ, რამაც განაპირობა ყველაზე უფრო დასახლებულ და ეკოლოგიურად ათვისებულ რაიონების ვრცელ ფართობებზე ბუნებრივი მცენარეული საფარის შეცვლა კულ-ტურული მცენარეებით. (more…)

მაკრო და მიკრო ელემენტები

agro.ge

სასოფლო-სამეურნეო კულტურებში მცენარის კვება წარმოადგენს მისი სიცოცხლის საფუძველს. თითოეული მცენარე ნიადაგის მიმართ გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს, რაც  შესაბამისად მოითხოვს მიკრო და მაკრო  ელემენტების ბალანსირებას. საკვები ელემენტების დეფიციტისა  თუ სიჭარბის დროს მცენარე იჩენს დიდ მგრძნობელობას და მცენარის ზრდა-განვითარებაზე მკაფიოდ აისახება, რაც გარეგნული ნიშნებით  ადვილად გამოცნობია. (more…)

მთებში ველურ თაფლზე მონადირეები, საოცარი სანახაობა [ნეპალი]

ველური თაფლის  მოპოვება სახიფათო საქმიანობად მიიჩნევა და იგი უძველესი კულტურის ნაწილია ნეპალში. უკვე ათასი წელია, ამ საქმიანობას ეწევიან და იქ მცხოვრებთა გარკვეული ნაწილისთვის თაფლი საარსებო წყაროა

მიზნის მისაღწევად მთაში ძრომიალით მათ უამრავი ნაკბენი და დაზიანება უჩნდებათ. ველურ პირობებში თაფლის მოპოვება არის საქმიანობა, რომელიც მრავალ ცივილიზაციაში  უძველესი კულტურის ნაწილია.  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაფლზე „ნადირობა“  ქრისტეს შობამდე 13 ათასი წლის წინათაც იყო. ამის დასტურად ისინი კლდეებზე დატოვებულ დოკუმენტურ მასალას, ძირითადად ნახატებს მიიჩნევენ, რომლებიც ზუსტად ასახავენ, ამ კულტურის არსებობას.  (more…)