მეთევზეობა

თევზის სატბორე მეურნეობები-რისკები და პრობლემები


სრულფასოვან კვებით უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანესია მეთევზეობის წვლილი,  მსოფლიოში წარმოებული ხორცის საერთო ბალანსში თევზის ხვედრითი წილი 45%- ზე მეტია, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. შიდა ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით. 2014 წელს იმპორტირებული იყო 21.4 ათასი ტონა. საქართველოს აქვს ძალიან კარგი რესურსები მეთევზეობის დარგის განვითარებისთვის, თუმცა ვერ ვიყენებთ.  აქ მეთევზეობის სექტორი სამწუხაროდ არათანაბრად და არამდგრადად არის განვითარებული. ჩვენთან ძირითადად გავრცელებულია საზღვაო, სატბორო და სამდინარო თევზის მოპოვება. ამჯერად გვინდა თქვენი ყურადღება სატბორო მიმართულებაზე გავამახვილოთ, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ფერმერთა უშუალო შრომითა და ძალისხმევით დაადგა განვითარების გზას. (more…)
Advertisements