მევენახეობა

ვენახში ნიადაგის დაკორდების სისტემა

ვენახი

უკანასკნელ ათწლეულში შეიმჩნევა მევენახეობის ექსტენსიური წარმოების ტენდენცია, რაც იმაში გამოიხატება რომ არავინ ცდილობს მთლიანად გაასუფთაოს ვენახი სარეველებისგან, პირიქით, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა მიმართულია იმისკენ რომ შეიზღუდოს მათი ზრდა იმ ზომამდე, რომ მათ ხელი არ შეუშალონ ვაზის განვითარებას.  (more…)

Advertisements

ჩეჭიფეში

140203083855_chechipeshi

წყარო:enoteca.ge

ჩეჭიფეში მეგრული სიტყვაა და ნიშნავს `თეთრ_წვრილს.~ ამ სახელწოდებას ჯიში სავსებით ამართლებას. სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით იგი უფრო მომცრო და ნაზი აგებულების მარცვლებს ივითარებს. ჩეჭიფეში სამეგრელოს თეთრყურძნიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებამდე და ფილოქსერის შემოჭრამდე ჩეჭიფეში როგორც საადრეო ჯიში, მასობრივად ყოფილა გავრცელებული მაღლარად სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში. (more…)

საქართველოში გავრცელებული ვაზის წითელყურძნიანი საღვინე ჯიშები

Saperavi_G2_CS_recad

საფერავი – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი პირველად მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”. დღესდღეობით, ვენახის ფართობის მიხედვით საფერავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში (ძირითადად, კახეთის რაიონებში). საქართველოს გარეთ გვხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირიმში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში. მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია, ძვირფას მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ მაღალ თვისებებს მხოლოდ ცალკეულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ამჟღავნებს. საფერავის სუფრის ღვინო ინტენსიური მუქი შეფერვით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტით, დაძველების დიდი პოტენციალითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდება. კახეთში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5გ/ლ-ს. საფერავისგან მზადდება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“. (more…)

საქართველოში გავრცელებული ვაზის თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები

რქაწითლი

  წითელ (სინონიმები: დედალი რქაწითელი, მამალი რქაწითელი, კოროლიოკი, გრუზინსკი, ხანლუგი, ასლუნგი და სხვა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია.მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საქართველოს უპირველესი ჯიშია ვენახების ფართობის მიხედვით ფართოდ გავრცელებულია კახეთისა და ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება მაღალხარისხიანი ევროპული, კახური ტრადიციული, შემაგრებული ღვინოები და ღვინის ბრენდები. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (კახეთში) ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (ქართლში). ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,0-8,0გ/ლ-ს. რქაწითელი გამოიყენება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „წინანდალი“, „გურჯაანი“, „კარდენახი“, „კახეთი“, „კოტეხი“, „ნაფარეული“, „ტიბაანი“ და „ვაზისუბანი“. (more…)

საქართველოს მევენახეობის რეგიონები

 

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის, რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია იყოფა შემდეგ ზონებად და მიკროზონებად: (more…)