მებოსტნეობა

საკვები ელემენტების მოხმარების განსაზღვრა მცენარეების გარეგანი ნიშნებით  

რომელიმე საკვები ელემენტის სიჭარბე, ნაკლებობა ან მისი არარსებობა მცენარეებში იწვევს ბიოქიმიური პროცესების დარღვევას, რომელიც შესაბამისად აისახება მცენარეთა შესახედაობაზე (შეფერილობა, ზომები, ფოთლების ფორმა). ამ დროს ხდება ლაქების გამოჩენა, ფოთლებისა და ყვავილების ჩამოცვენა, რეპროდუქტიული ორგანოების ცვლილებები. ზოგიერთ შემთხვევაში იცვლება თავად მცენარის გარეგნობაც. (more…)
Advertisements

შემჭიდროებული და განმეორებითი კულტურები, კულისური ნათესები

mitlaideri

(more…)

საქართველოში გავრცელებული ნივრის ჯიშების კლასიფიკაცია და დახასიათება

სხვადასხვა ავტორების მიერ წარმოდგენილი ნივრის კლასიფიკაციები განსხვავებულია. კულტურული ნიორი Alliums sativum-L  მიეკუთვნება (შროშანასებრთა) Liliaceal  ბოლქვოვანთა Allium  გვარს და იგი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად შესწავლილი.

 პ. ვ. ზაგოროდსკი Alliums sativum-L  სახეობას ყოფს ორ ქვესახეობად: უღერო ნიორი (ssp. Caulescens Rogor).  მაგრამ მ. ა. ალექსეევა ამ კლასიფიკაციას უკეთებს შენიშვნას, რომ უღერო (ღეროს გარეშე) ნიორი არ არსებობს, ყველა მათგანს აქვს ღერო (ძირაკი), ხოლო ღეროს წარმომშობი სწორად არ არის სახელდებული, სინამდვილეში ეს არის მოყვავილე ნიორი, ყვავილმატარებელი  ღერო, რომელიც არ აქვს არამოყვავილე მცენარეებს. (more…)

სათბურში კიტრის მოყვანის ტექნოლოგია

მაღალმოსავლიანია და პოპულარობით სარგებლობს: ევოლუცია, ზოზულია, აპრელსკი, ჯაზერი, მაშა, მარაფონი. ძალიან მაღალმოსავლიანია: ალამირი, მაქსიმუმი, ანჟელინა, კრისპინა, ჰერაკლე და სხვა ჰიბრიდები. ფერმერთა გარკვეულ ნაწილს წარმატებით მოჰყავს ქართული, დიღმის კიტრი. იგი გამოირჩევა საშუალო მოსავლიანობით, თუმცა საუკეთესო გემური თვისებებით ხასიათდება. (more…)

ლობიოს წარმოების აგროტექნიკა

ლობიო პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მის მარცვალს ფართოდ იყენებენ უშუალოდ საჭმლის მოსამზადებლად (იგი პარკოსნებს შორის ყველაზე გემრიელი საკვებია), აგრეთვე კვების მრეწველობაში მარცვლისა და ნედლი პარკებისაგან სხვადასხვა სახის კონსერვების დასამზადებლად.ლლობიოს მარცვალი ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარია. შეიცავს 28-30 %-მდე ცილას, 2 % _ ცხიმს და 49 %-მდე _ ნახშირწყლებს. (more…)

უხვმოსავლიანი ქართული ჯიშის პამიდორი _ „ვარდისფერი ჭოპორტულა“

  agronews.ge

„ვარდისფერ ჭოპორტულაზე” სელექციური მუშაობა 1993 წელს დაიწყო. ბუნებრივი ჰიბრიდიზაციით, გამორჩევით მაღალი ტემპერატურისა და მშრალი კლიმატის პირობებში ვარდისფერი და წითელი პამიდვრის ნათესიდან გამოირჩა ჯიში „ვარდისფერი ჭოპორტულა” ალექსანდრე სარალიძის საკარმიდამო ნაკვეთში. ელიტური მასალა გამოვლინდა 1996 წელს. საკონკურსო ჯიშთა გამოცდა 2005-2006 წელს ჩატარდა.

(more…)