კენკროვნები
Как вырастить клубнику по финской технологии.
Финляндия — страна с давними традициями производства земляники, ведущей ягодной культуры. Выращивание клубники в Финляндии является приоритетным направлением сельскохозяйственного производства. Опыт финских фермеров творчески вобрал в себя европейские достижения, модифицировав их применительно к суровым почвенно-климатическим условиям севера. (more…)
კივი
მასალა მოგვაწოდა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობამ
ჯეიმს უ. რაშინგი კლემსონის უნივერსიტეტი, სანაპირო ზოლის კვლევის და განათლების ცენტრი, ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა
სამეცნიერო სახელწოდება და შესავალი: დასავლეთში გავრცელებული კივი (Actinidia deliciosa) წარმოადგენს Actinidiaceae-ს ოჯახის მრავალწლიან მცენარეს. კივის ნაყოფი კენკრას წარმოადგენს, რომელიც შეიცავს ასობით პატარა მუქი ფერის თესლს მწვანე რბილობში. კივის კანი ბუსუსებიანია და ღია ყავისფერი. კივის სხვადასხვა ქვესახეობა სხვადასხვა მახასიათებლები აქვს, მაგ. კანის ფერი (მწვანე ან ყავისფერი), რბილობის ფერი (ყვითელი ან მწვანე), ბუსუსიანობა, გემო და სხვა (Ferguson, 1990a; 1990b). წინამდებარე ინფორმაცია ეფუძნება „ჰეივარდ“ და A. deliciosa-ს სხვა მსგავსი სახეობების მონაცემებს. ქვესახეობა A. chinensis, რომელსაც ყვითელრბილობიანი ნაყოფი აქვს, თანდათან უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ მის შესახებ ჯერ ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს. (more…)
მაყვალი
მასალა მოგვაწოდა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობამ
პენელოპა პერკინს-ვეაზი. სამხრეთ-ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახური, ლეინი, ოკლაჰომა
სამეცნიერო სახელწოდება და შესავალი: მაყვალი (Rubus sp.) მიეკუთვნება ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახს და მოჰყავთ, როგორც მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა. მაყვალი ფართოდ არის გავრცელებული აშშ-ის ცენტრალურ-სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ძირითადად მაყვლის სამი ქვესახეობა მოჰყავთ. (more…)
ფეიხოა
სამეგრელო მცირემიწიან რეგიონს წარმოადგენს, სადაც ამჟამად აბორიგენული სასოფლო სამეურნეო კულტურების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი სუბტროპიკული კულტურები ხარობს. მათ შორისაა ფეიხოა Feijoa sellowiana. სამეგრელოს ტენიანი სუბტროპიკული ზონა თავისი ნიადაგური-კლიმატური პირობებით ქმნის მეტად ხელსაყრელ პირობებს ფეიხოას განვითარებისთვის. ორიგინალური გარეგნობით, ნაყოფმსხმოიარობით და გამოყენებით ფეიხოას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინტროდუცირებულ კულტურებს შორის. იგი წარმოშობით სამხრეთამერიკული მცენარეა და ტვიასებრთა myrtaceae ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნება. (more…)
ფეიხოა feijoa Scllowiane berg
საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებულ სხვა სუბტროპიკულ ხეხილოვნებს შორის თავისი ორიგინალური გარეგნობით, ნაყოფმსხმოიარობით და გამოყენებით ფეიხოას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი წარმოშობით სამხრეთამერიკული მცენარეა და ტვიასებრთა myrtaceae ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნება. მარადმწვანე, მრავალწლიანი 2-4 მ-მდე ბუჩქია. (more…)
კივის (აქტინიდია) დაავადებები
დაახლოებით თხუთმეტამდე დაავადებები არსებობს 1.კივის ბოტრიტისი-ანუ ნაცრისფერი სიდამპლე აავადებს როგორც ერთწლიან ისე მრავალწლიან მცენარეებს. ის პოლიფაგი სოკოა. ნაყოფზე ყუნწის მიმაგრების ადგილას შეიმჩნევა ჩაზნექილი მუქი ყავისფერი ლაქები, რომლებიც უმეტესად მექანიკური დაზიანების ადგილას გვხდება. (more…)

ლურჯი მოცვი
მსოფლიოში უკანასკნელ 20 წელიწადში პოპულარობა მოიპოვა ახალმა კენკროვანმა კულტურამ – ლურჯმა მოცვმა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენსქვეყანაში აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი. ლურჯი მოცვი მეტად საინტერესო კულტურაა, რომელიც თავისი კვებითი და დიეტური თვისებების გამო ფართოდგავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას მიიპყრო. ლურჟი მოცვი ერთ-ერთი პირველ ადგილზეა სხვა სასოფლო-სამეურნეო
კულტურებთან შედარებით თავისი რენტაბელურობით. საშუალო მოსავლიანობა -8-10ტ/ჰა. კარგად მოვლილ პლანტაციეში მოსავლიანობა 12-15 ტონას აღწევს.

აქტინიდია (კივი)
აქტინიდიას ( კივი), როგორც ხეხილოვან სამრეწველო კულტურას საქართველოს საზოგადოება ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობს. ნაკლებად იცნობს იმიტომ, რომ ერი რომელსაც გააჩნია ვაზი თვაისი უნიკალური ჯიშებით, ვაშლის, მსხლის და ატმის მრავალფეროვნება, ალუჩა და ქლიავი, ბალი და ალუბალი, მარწყვი, მანდარინი, ლიმონი სულის და გემოვნების სალბუნი ნაყოფმომცემი მცენარეები, ძნელია გააკვირვო ან დააინტერესო სხვა რამეთი, უფრო სრულყოფილით, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ნაყოფებია; მაგრამ ინტროდუქციის პროცესი – ბიოლოგიური მრავალფეროვნების ერთ-ერთი იარაღი მოქმედებს და გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიო მეხილეობაში ფართო მასშტაბით ,,შემოპარულმა“ – აქტინიდიამ (კივი), რომლის ნაყოფები მაღალი კვებითი და საგემოვნო ხასიათდება, საყოველთაო მოწონება, გავრცელება და მოხმარება მოიპოვა მსოფლიო მეხილეობაში. (more…)