მეციტრუსეობა

mandarini

        დასავლეთ საქარველოს სუბტროპიკული ზონაში სადაც ბორიგენული სასოფლო სამეურნეო კულტურების გარდა სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კულტურები ხარობს. ამ კულტურებს ახლო წარსულში, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ეს კულტურებია ციტრუსოვნები, რომლის არც ისე შორეული ისტორია დაკავშირებულია ამ რეგიონების მოსახლეობის ეკონომიურ და სოციალურ აღმავლობასთან.
      გასული საუკუნის საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც მასიურად შენდებოდა ჩაის სამრეწველო პლანტაციები, იმთავითვე გათვალისწინებული იყო სხვა სუბტროპიკული კულტურების გაშენებაც. იმ ზონებში, სადაც ნიადაგურკლიმატური პირობები, ორთოგრაფიული ფაქტორები შეესაბამებოდა კულტურათა ბიოეკოლოგიურ მოთხოვნილებას, ჩამოყალიბდა მეციტრუსების მეურნეობები.

     სუბტროპიკული კულტურების ინტენსიურმა განვითარებამ ხელი შეუწყო სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარებას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. 1991 წლისათვის ციტრუსოვნებს საქართველოში 27 ათასი ჰა ეკავა. ციტრუსების მოსავალი 1990 წელს შეადგენდა 301,305 ტონას საშუალო საჰექტარო მოსავალი 152 ცენტნერი. ხოლო ყველაზე მოსავლიან წელს 1988 წელი 436,405 ტონა. საშუალო საჰექტარო მოსავალი 227 ცენტნერი ჰაზე

      არსებული სისტემის მოშლის და გეგმიანი ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა და მისი მეტად მნიშვნელოვანი შემადგენელისუბტროპიკული მეურნეობის ერთერთი ძირითადი მიმართულება მეციტრუსეობა.

       გარდამავალ ეკონომიკურ პირობებში სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოანი ტრანსფორმაცია განიცადა, ბაზრის დაკარგვამ ამ მნიშვნელონი მაღალრენტაბელური სუბტროპიკული კულტურების დაკნინება და მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია. დღეს მეციტრუსეობაში არსებული პრობლემაა, მოძველებული და ამორტიზირებული ბაღები, რომლის 90% გადაბერებულია და მცირე და ცუდი ხარისხის მოსავალს იძლევა. აუცილებელია ბაღის განახლება. კერძოდ, ბიოლოგიურად მობერებული მცენარეები ადგილობრივ პირობებთან უკეთ შეგუებული უხვად და სტაბილურად მსხმოიარე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური საადრეო, საშუალო და საგვიანო მწიფებადი ჯიშებით, უნდა შეიცვალოს.

      აჭარაში სუბტროპიკული კულტურების სანერგე მეურნეობაში შემოტანილი იქნა სხვადასხვა ქვეყნიდან ციტრუსოვანთა: მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის, პომელოს, კინკანის, გრეიფუტის, ნარინჯის ჯიშები გამრავლების მიზნით. აქ არის წარმოდგენილი, სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით მწიფებადი ჯიშები, უვირუსო, გაუმჯობესებული თვისებების და მაღალ ხარისხოვანი ნაყოფითციტრუსოვნებში სასურველია გაიზარდოს ლიმონისა და ფორთოხლის ხვედრითი წილი. ფორთოხალი და მისი ნატურალური წვენი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მთელ მსოფლიოში. ასევე პოპულარულობით სარგებლობს ლიმონის ნაყოფი მისი განსაკუთრებული თვისებების გამო. დიდი მოთხოვნაა ასევე ოთახის ლიმონზე, რომელიც ჩარგულია ქოთანში და ოთახის პირობებში იძლევა ჩვეულებრივად მოსავალს.

      მეციტრუსეობის როგორც დარგის აღდგენა და მისი თანდათანობით განვითარება ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღმასვლას ხელს შეუწყობს. რამდენად განვითარდება ეს დარგი და მომგებიანი იქნება თუ არა ამის იმედს გვაძლევს ამ კულტურების სუბტროპიკულ ზონებში არსებობის ისტორია. მოვლამოყვანის გამოცდილება, დარგის სპეციალისტების არსებობა. შესაფერისი ბუნებრივ კლიმატური პირობები, საერთაშორისო ბაზარზე ციტრუსოვან კულტურათა ნაყოფზე და ციტრუსოვან კულტურებიდან წარმოებულ სხვდასხვა პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა, და რაც მთავარია სოფლის მოსახლეობის სიყვარული ამ კულტურებისადმი,

      ძნელი სათქმელია რა იქნება შორეულ მომავალში, მაგრამ ნათელია ის, რომ დღევანდელი პროგნოზით ტენდენცია მოთხოვნა ციტრუსებზე დიდხანს გაგრძელდება, მეციტრუსეობის განვითარებისათვის ზრუნვა, რებილიტაცია, გაწეული შრომა გამართლებული იქნება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s