ვიწყებთ თხილის ბაღში რიგი აგრო-ღონისძიებების გატარებას

IMG_7191

25 მარტიდან სასურველია დავიწყოთ თხილის ბაღებში რიგი აგრო-ღონიძიებების გატარება როგორიცაა:  ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების საწინაამღდეგოდ მცენარის ქიმიური პრეპარატებით დამუშავება, მინერალური სასუქი აზოტით ფესვიდან გამოკვება და უფრო მოგვიანებით ამონაყრებთან ბრძოლა. ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების საწინაამღდეგოდ ვიყენებთ სპილენძ-შემცველ პრეპარატებს ინსექტო-აკარიციდებთან კომბინაციაში .
სპილენძშემცველი პრეპარატები: იროკო 500 გრ ან კოსაიდი 400-500 გრ ან ჩემპიონი 400-500 გრინსექტოაკარიციდივერტიმეკი 100 მლ. -100 /წყალში. სპილენძ შემცველ პრეპარატებთან ასევე შეიძლება კომბინაციაში გამოვიყენოთ აკარიციდებიც ენვიდორი და მასაი 60-70 გრ/მლ 100 ლიტრ/წყალში. ასევე სრულიად შესაძლებელია სპილენძშემცველ პრეპარატებთან სხვა ინსექტიციდების და აკარიციდების კომბინაცია. ვიყენებთ მინიმალურ დოზებს, რადგან თხილის ფოთლები საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული ნაზია. ასევე მოსალოდნელია ტემპერატურის დაცემა, ტემპერატურის მერყეობამ პესტიციდებთან ერთად შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მცენარის ნაზ ყლორტებზე.

ამავდროულად ვიწყებთ მინეალური სასუქის NH4NO3 34.4%-იანი აზოტის შეტანას. სასურველია მთლიანი დოზა შევიტანოთ ორჯერადად 60% მარტის მეორე ნახევარი, 40% მაისის მეორე ნახევარი. ამჟამად შეგვაქვს 300-400 გრ ფიზიკური წონით ერთ ბუჩქზე.

რაც შეეხება ამონაყრებს როცა მათი სიმაღლე მიაღწევს 10 სმ-ს უნდა გატარდეს მათ წინაამღდეგ ღონიძიებები, დაკვირვევების და გამოცდილების საფუძელზე ამონაყრებთან საბრძოლველად მარტივ და ნაკლებად შრომატევად ბრძოლის ღონისძიებად მიიჩნევენ თხილის ბაღებში დეფოლიანტის (ფოთლების მოსაცილებლად) ან დესიკანტის (მცენარეების გაუწყლოებისათვის) გამოყენებას. ჩვენს პირობებში შესაძლებელია გამოვიყენოთ დესიკანტი ამონიუმის გლუფოსინატი სავაჭრო დასახელება ბასტა, მაგრამ სასურველია რაც შეიძლება შევზღუდოთ ჰერბიციდების გამოყენება. საუკეთესო შედეგს იძლევა მინერალური სასუქების გამოყენება: ამონიუმის გვარჯილა 1 კგკარბამიდი (შარდოვანა) 0.7კგ ვხსნით 10 ლიტრ/წყალში, ასევე შეიძლება კომბინირებული მინერალური სასუქიც NPK. ხდება წყალხსნარის შესხურება ამონაყარის ფოთლებზე, ფოთლები ერთ კვირაში ხმება. გვიწევს მინიმუმ 3-4 შესხურება, არის უფრო შრომატევადი მაგრამ სამმაგი ეფექტით, არის იაფი, ხდება ამონაყრების მოშორება და ამასთანავე ნიადაგის გამოკვება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s