როდის და როგორ დავამუშავოთ თხილის ბაღები ქიმიური პრეპარატებით

1498630164633655

რადგან თხილი ყვავილობს (დეკემბერი  მარტის დასაწყისი). თხილის ბაღის პირველი ქიმიური დამუშავებას (წამლობა) ვატარებთ  ყვავილობამდე: სპილენძ შემცველი პრეპარატი+ინსეკტო-აკარიციდი. ან სპილენძ შემცველი პრეპარატი+მინერალური ზეთი

მეორე ქიმიური დამუშავება თხილის მცენარეს უტარდება მაშინ, როცა მცენარის ფოთლის ზომა მიაღწევს ზრდასრული ფოთლის ზომის 1/3-ს: სპილენძ შემცველი პრეპარატი+ინსექტო-აკარიციდი.

მესამე ქიმიურ დამუშავებას ვატარებთ მაშინ, როდესაც ჰაერის დღეღამური ტემპერატურა მიაღწევს 10-12 გრადუსს ეს ნიშნავს დღისით ტემპერატურა 20 გრადუსი და მეტია: ფუნგიციდი+ინსექტო-აკარიციდი+ ფოთლოვანი გამოკვება.

მეოთხე ქიმიური დამუშავება, როცა ნაყოფი ჩამოყალიბების სტადიაშია: ნაცრის და სიდამპლის საწინაამღდეგო ფუნგიციდი+ინსექტო-აკარიციდი+ფოთლოვანი გამოკვება.

მეხუთე ქიმიური დამუშავება, მოსავლის აღებამდე 20-25 დღით ადრე: ფუნგიციდი +აკარ იციდი+ფოთლოვანი გამოკვება

მეექსვე წამლობა მოსავლის აღების შემდგომი პერიოდი, მოსავლის აღებისას, დაფერთხვის თუ კრეფის  პეროიდში ხდება მცენარის რიგი დაზიანებები, რომელიც შესაძლებელია გახდეს დაავადებების ინფექციის წყარო. პირველ რიგში დაზიანებულ ტოტებს ვაცილებთ და შემდგომ ვამუშავებთ: სპილენძ-შემცველი  პრეპარატი+ინსექტო-აკარიციდი.

პესტიციდების  და სასუქების შერჩევა უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ თხილის ბაღში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ნუ  დაეყრდნობით ყველა მცენარეთა დაცვის საშუალებების სარეალიზაციო ობიექტების (მაღაზიების) გამყიდველების და ასევე არასპეციალისტების ზეპირ რჩევებს თუ მითითებებს. პესტიციდების და სასუქების სარეალიზაციო ობიექტები  შემოგთავაზებენ მხოლოდ იმ პროდუქციას რომელიც მათ გააჩნიათ სარეალიზაციოდ. უკეთესია ჯერ მიმართოთ სპეციალისტებს, შესაბამის სამსახურებს. შეგიძლია მიმართოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებს და მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს, სადაც შესაძლებელია მიიღოთ კონსულტაციები და რეკომენდაციები არა მარტო თხილზე არამედ ყველა თქვენთვის საინტერესო სასოფლო- სამეურნეო კულტურაზე.  ისინი დეტალურად ადგილზე შეისწავლიან   თქვენს  ბაღში არსებული მდგომარეობას და გამომდინარე მოგცემენ შესაბამის რეკომენდაციებს ყოველგვარი საზღაურის გარეშე.  ამის შემდეგ შეგიძლიათ მიბრძანდეთ   მცენარეთა დაცვის საშუალებების სარეალიზაციო ობიექტებში (მაღაზიებში) და შეძინოთ  მცენარეთა დაცვის ის პესტიციდები და სასუქები, რომელიც სპეციალისტმა მიგითითათ.

მინდა ავღნიშნო, რომ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად ქიმიური ნივთიერებების ე.წ. პესტიციდების გამოყენება. პესტიციდებს აქვთ უნარი ტოქსიკურად იმოქმედონ არა მარტო მავნებლებზე და დაავადებებზე, არამედ სხვა ორგანიზმებზეც, მათ შორის, ადამიანზეც. ამიტომაც თანამედროვე მცენარეთა დაცვის აუცილებელი პირობა და სავალდებულო მოთხოვნაა პესტიციდების სწორი და გონივრული გამოყენება, რაც ითვალისწინებს  უსაფრთხოების წესების დაცვას გამოყენების და შენახვისა პერიოდში. აქედან გამომდინარე, რადგან ადამიანის ჯამრთელობა უპირველესია, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ თხილის ბაღების ქიმიური დამუშავება (შეწამვლა) უნდა განახორციელოს მხოლოდ და მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებებთან სამუშაოდ  მომზადებულმა დატრენინგებულმა და გამოცდილმა სპეციალისტმა.

თამაზ ხასაია

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s