ენტომოფაგი ხოჭოები

მავნებლ-დავადებებისგან მცენარეთა დაცვის მიზნით შეიქმნა უამრავი ქიმიური საშუალებები, რომლებიც შედარებით იაფი, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია ერთი შეხედვით ეფექტური აღმოჩნდა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დასაცავად. მაგრამ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ დადებითი მხარეებთან ერთად  უარყოფითი შედეგებიც გამოიწვია, კერძოდ დაირღვა ბუნებრივი წონასწორობა ბიოცენოზებში, შემცირდა ან სრულიად განადგურდა სასარგებლო ორგანიზმები, მაშინ როდესაც მავნებლებმა გამოიმუშავეს რეზისტენტულობა (გამძლეობა, შემგუებლობა), ან ჩნდება   მავნებლების ახალი ფორმები, მაგალითად აზიური ფაროსანა, აქედან გამომდინარე მავნებელ-დავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური მეთოდების გამოყენება მათ რიცხოოვნობას კი არ ამცირებს, არამედ ზრდის. ნიადაგში, წყალში, დაგროვდა დიდძალი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებების ნარენები, რომლებიც შემდგომ აისახება  საკვებ პროდუქტებში.

ბიოწარმოების მიზანია ისეთი პირობების შექმნა, როდესაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების დროს მცენარის დაზიანება მავნებელ-დავადებებით მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გატარდეს ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ჯიშების სწორი შერჩევა, თესლბრუნვა, აგროტექნიკური ღონისძიებების დროული ჩატარება, ხარისხიანი ორგანული სასუქების, ბიოპრეპარატების გამოყენება და სასარგებლო ორგანიზმების ენტომოფაგების განვითარების ხელშეწყობა.

ენტომოფაგები მტაცებლი მწერებია, მათ რიცხვს ასევე მიეკუთვნებიან პარაზიტები. მტაცებელი მწერები იკვებებიან მავნე მწერებით. პარაზიტები დებენ კვერცხებს მავნე მწერების სხეულში, გამოჩეკილი მატლები იკვებეიან მავნებლების სხეულით, ბევრი მტაცებელი და პარაზიტი მწერი ასევე არის მცენარეთა დამამტვერიანებლები.

ბზუალა ხოჭოები – CarabidaeЖужелицы

ბზუალა ხოჭოები მიეკუთვნებიან მწერების ოჯახს, ხოჭოების რიგს, ზომით გვხვდება 1მმ-დან 10 სმ-მდე. აღწერილია ბზუალა ხოჭოების 20 ათასამდე სახეობა. ზოგი ხოჭო იკვებება მცენარეებით, აზიანებს თავთავიან კულტურებს  საქართველოში ბზუალა ხოჭოებიდან გამოირჩევა პურის ამიერკავკასიური ბზუალა. რომელიც აზიანებს მარცვლოვან კულტურებს.

ბზუალა ხოჭოების უმრავლესობა მტაცებელია მათი განმასხვავებელი თვისებაა გადაადგილების სიჩქარე. შავი, ბრწყინვალე ლითონისფერი ან მომწვანო ოქროსფერი.

ბრწყინვალე ლითონის შეფერილობის ბზუალა ხოჭო

ბრწყინვალე ლითონის შეფერილობის ბზუალა ხოჭოები, აქტიურები არიან დღეღამის ნებისმიერ დროს. გაზაფხულზე  მაღალი ტენიანობის და დაბალია ტემპერატურის დროს. ზაფხულში კი, მაღალი ტემპერატურის და დაბალი ტენიანობის დროს, საღამოს როდესაც გრილა  და შესაბამისად ტენიანობა მომატებულია.

ბზუალა ხოჭოს მატლები  ბრწყინვალე შავი ფერის არიან, გულმკერდზე ფეხებით, გადაადგილდებიან სწრაფად. მებაღეებს ხშირად ისინი მიაჩნიათ  მავნებლად.

ბზუალა ხოჭოს მატლი

ბზუალა ხოჭოების მატლები იკვებებიან ძირითადად ღამე, დღის განმავლობაში კი იმალებიან. ისინი ნადირობენ მსხვერპლზე ნიადაგში და მის ზედაპირზე, ანადგურებენ დიდი რაოდენობით მუხლუხოებს, ბუზის მატლებს, ლოქორებს. დღე-ღამეში ისინი ჭამენ თავის წონაზე სამჯერ მეტ საჭმელს.

ბზუალა ხოჭოები იკვებებიან ხვატარის, მდელოს ფარვანას, მზომელასებრნის,  კუნლის პეპელას მუხლოხოებით და ნაყოფჭამიას მატლებით. ერთი ბზუალა ხოჭო ზაფხულის სეზონის განმავლობაში ანადგურებს 300-ზე მეტ მატლს.

ჭიამაია – Coccinellidae –Божьи коровки

ჭიამაიები მიეკუთვნებიან ხოჭოების ოჯახს. აქვთ ამობურცული მომრგვალო ან ოვალური ფორმის სხეული, 1- 9 მმ ზომის,  ზურგზე წითელ, თეთრ ფონზე შავი წერტილებით, ასეთი გამაფრთხილებელი შეფერილობა მტრისაგან თავდაცვის საშუალებას აძლევთ. ცნობილია 4000-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

თეთრი ჭიამაია ბუგრით კვების დროს

 

ჭიამაიები ყველაზე მასიური და გავრცელებული გამანადგურებლები არიან: ბუგრების, ცრუფარიანების, ტკიპების, ფოთლის რწყილების.

ზრდადასრულებული ჭიამაიები გაზაფხულის შეწყვილების შემდეგ, ზაფხულში ფოთლის ქვედა მხარეს, ბუგრების კოლონიასთან ახლოს დებენ 15-25 ცალ ოვალურ ყვითელ  ფერის კვერცხებს.

ფოთლის ქვედა მხარეს ჭიამაიას ყვითელი ფერის კვერცხები.

ჭიამაიას ყვითელი ფერის კვერცხები ძლიერ წააგავს კოლორადოს ხოჭოს კვერცხებს, მებაღეებს ხშირად ეშლებათ  ერთმანეთში და ანადგურებენ მას.

კოლორადაოს ხოჭოს კვერცხები

ჭიამაიას მატლებს ბევრი ვერ ცნობს, ისინი წაგრძელებული ფორმის, დაფარული სხვადასხვა ფორმის შიპებით და თმებით, ჩვეულებრივ მუქი ფერის ყვითელი ან წითელი ნახატით, გარეგნულად ემსგავსება „პატარა ნიანგებს“.

ჭიამაიას მატლები დღე-ღამეში ანადგურებენ დახლოებით 50 ბუგრს, თავის ცხოვრების მანძილზე -1200-მდე ბუგრს. 1-1,5 თვის შემდეგ ჭუპრდებიან.

10 დღის შემდეგ ჭუპრიდან გამოდიან ხოჭოები რომლებიც აქტიურად იკვებებიან  ბუგრებით, ყოველდღიურად ანადგურებენ  40 ბუგრზე მეტს. ზოგჯერ ზაფხულის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს  ხოჭოების ორი თაობა.

სტაფილინები – (Staphylinidae) – СТАФИЛИНЫ

სტაფილინი

სტაფილინები მიეკუთვნებიან მწერების ოჯახს ხეშეშფრთიანთა რიგს, რომელებსაც ხშირსად ეძახიან მოკლეზედაფრთიან ხოჭოებს ან მტაცებლებს. თუმცა მტაცებელ სახეობასთან ერთად არიან მცენარეული ნივთიერებებით მკვებავი სტაფილონები.

სტაფილინების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ძლიერ დამოკლებული ზედა ფრთები, რის გამოც მუცელი ღიაა, ფრთები გრძივი და განივი მიმართულებით, დაკეცილ მდგომარეობაში მთლიანად დაფარულია მოკლე ზედაფრთების ქვეშ, სხეული ვიწრო და წაგრძელებული, მეტ-ნაკლებად გაბრტყელებული, ან უფრო ხშირად ცილინდრული 1,5 – 40 მმ ზომის, ზოგიერთი  ეგზემპლიარი 3 სმ აღწევს,  მორბენალი ფეხებით. მუცელი შედგება  7 მოძრავი სეგმენტისაგან, ხოჭოები სირბილის დროს ბოლოს ზემოთ წევენ მორიელების მსგავსად.

სტაფილინების მატლებს აქვთ გრძელი სხეული, დიდი თავი, გრძელი ფეხები და კუდის დანამატები.

სტაფილინის  მატლი

სტაფილინი ხოჭოები და მათი მატლები  იკვებებიან მწერებით, მატლებით, პატარა ტკიპებითა, კომბოსტოს და ხახვის ბუზის ჭუპრებით და მატლებით.

სტაფილინების უმეტესობა ცხოვრობენ  ჩამოცვენილ ფოთლებში, დამპალ ხეებში, ნიადაგში, სოკოებში და სხვა ადგილებში. ბევრი მათგანი გვხვდება წყალსატევების ნაპირას, სხვადასხვა ხრწნად ნივთიერებებში, ჭიანჭველების და ჩიტების ბუდეებში.

ენტომოლოგები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე არსებობს არანაკლებ 40 ათასი  სტაფილინების ხოჭო.

ჭრელასებრნი  Cleridae -Жуки-пестряки

ჭრელასებრ ხოჭოს აქვთ ჭრელი 3-25 მმ სიგრძის სხეული. ზედა ფრთებზე დასდევთ წითელი, ყვითელი, შავი ლურჯი და თეთრი ზოლები. ეს მტაცებლები ცხოვრობენ ხეებზე, იკვებებიან ლაფნიჭამია ხოჭოებით, მხერხავებით.

ჭრელასებრთა  მოვარდისფერო მატლები ცხოვრობენ ხის ქერქის ქვეშ, გადადგილდებიან ხღარების და მერქნის მღრღნელი ხოჭოების მიერ გაყვანილი გზებით, ანადგურებენ ხოჭოების: ხარაბუზასებრების Cerambycidae; პეწიანასებრთა – Buprestidae; ქერქი ჭამიების – Scolytinae; მერქნის მღრღნელების – Lyctidae მატლებს;

მიუხედავად ამ სახეობის ხოჭოების და მათი მატლების სასარგებლო თვისებებისა, არის ისეთი ხოჭოები რომელთა მატლებსაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ.  ასეთ ხოჭოს წარმოადგენს ფუტკრის ხოჭო- Trichodes apiarius – пчеложук обыкновенныйб, ზრდასრული ხოჭოების ზედა ფრთები კაშკაშა წითელი ფერისაა მუქი ზოლებით, ტანი დაფარული აქვთ მოლურჯო-შავი ფერის  მოკლე ხშირი ბეწვებით. სხეულის სიგრძე 9-16 მმ, მათ შეიძლება შევხვდეთ ქოლგოსან და რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეთა ყვავილებზე, სადაც დებენ კვერცხებს, კვერცხებიდან გამოსული მატლები ეკვრიან ფუტკრებს ფეხებზე, ამრიგად აღწევენ მათ საცხოვრებელ ადგილას (სკებში) და იკვებებიან ფუტკრების მატლებით და ჭუპრებით.

სკის ხოჭოს – Trichodes apiarius-ს მატლი

 

სკის ხოჭო-Trichodes apiarius

ჩვეულებრივი ჩოქელა – Mantis religiosa- Обыкновенный богомол

ჩვეულებრივი ჩოქელა მტაცებელი მწერია, სიგრძით 4 – 7 სმ, წაგრძელებული ტანით, სამკუთხედი თავით, დიდი ძალიან მოძრავი თვალებით, ჩოქელასთვის საერთო დამახასიათებელი თვისებაა სპეციალიზირებული წინა ფეხები, რომლებიც განკუთვნილია  მცხვერპლის დასაჭერად. ჩოქელა უწოდეს სხეულის წინა ფეხების განსაკუთრებული პოზიციის გამო –  ისინი ერთნაირადაა მოხრილი ისეთი კუთხით, რომ მლოცველის  პოზიციას მოგვაგონებს. ჩოქელა ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მისი 15 ოჯახიდან 2200-მდე სახეობა არსებობს

საქართველოში გვხდება ჩოქელების 20-მდე სახეობა.

ჩოქელები ეწევიან მტაცებლურ ცხოვრებას, იკვებებიან მწერებით და ფეხსახსრიანებით, ჩოქელას დიდი ზომის სახეობები ნადირობენ მომცრო ხვლიკებზე, გველებზე, ბაყაყებზე, ფრინველებზე და მღრნელებზეც კი.

ზოგიერთი ჩოქელას  სახეობა  ჭამს ადამიანისთვის სასარგებლო მწერს ფუტკარს.

განაყოფიერების შემდეგ დედალი ჩოქელები ბალახის ღეროზე, ხის ტოტზე ან ბუჩქებზე დებენ 10-დან 400 -მდე  კვერცხს, რომლებიც დაცულები არიან  კაფსულას მოყვანილობის გამკვრივებულ ცილოვან ნივთიერებებით.

ბალახის ღეროზე და ხის ტოტზე დამაგრებული ჩოქელას კვერცხებიანი კაფსულა.

 

გაზაფხულზე კაფსულიიდან გამოდინ ჩოქელას ახალი თაობა ეგრეთ წოდებული „ნიმფები”.

 

 ზ. ბილანიშვილი, სპეციალისტი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

გ. წერეთელი, ს/მ დოქტორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

მზ. სარალიძე, ს/მ დოქტორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ი. ბილანიშვილი, ორგანული სოფლის მეურნეობის მაგისტრანტი.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s