Day: 22/10/2017

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა  ორგანულ სოფლის მეურნეობაში

         მცენარეთა დაცვაში გულისხმობენ მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას. ორგანულ მეურნეობაში მცენარეთა დაცვა გულისხმობს არა მხოლოდ ქიმიური საშუალებების შეცვლას ბიოლოგიური საშუალებებით, არამედ თვით ბრძოლის მიმათ განსხვავებულ დამოკიდებულებას. ორგანულ მეურნეობაში მთავარია არა მცენარის დაავადებებთან ან მავნებლებთან ბრძოლა, არამედ ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც ხელს შეუშლის მავნებელ–დაავადებათა  ძლიერ გავრცელებას. (more…)

კულტურული წყავი – სასარგებლო მცენარე

პლანეტაზე გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული აგროკლიმატური რისკების ფონზე დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ბევრი კულტურული ნარგაობა მოუსავლიანი ხდება, განსაკუთრებით კურკოვნები და თესლოვნები, რომლებიც ყვავილობის ფაზაში (მარტი-აპრილი) გახშირებული საგაზაფხულო წაყინვების, დაბალი ტემპერატურებისა და მოჭარბებული ტენიანობის შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად კარგავენ მოსავალს. ასეთი არახელსაყრელი  პირობების მიმართ შედარებით გამძლე კულტურას მიეკუთვნება წყავი. (more…)