Day: 20/09/2017

ფერმერები შხამქიმიკატების შეძენას შესაბამისი სერთიფიკატის გარეშე ვეღარ შეძლებენ

2020 წლიდან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე ვერც ერთი პირი ვეღარ შეძლებს შხამქიმიკატების შეძენას. სწორედ ამას ითვალისწინებს დირექტივა 2009/128, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი გამოყენების პრინციპებს აწესებს. ამ დირექტივის ჩვენს კანონმდებლობაში გადმოტანის ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. გეგმის მიხედვით, დოკუმენტის მიღება 2020 წლისთვის არის გათვალისწინებული. დღეს ყველა თანხმდება, რომ შხამქიმიკატების შეძენისა და გამოყენების რეგულირება ფიტოსანიტარიის სფეროში ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ამ შემთხვევაში შესაბამისი ტრენინგების გავლა ასი ათასობით ადამიანს მოუწევს. (more…)

როგორ შეეხება გლობალური კლიმატური ცვლილებები საქართველოს


პრესით და ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დაიწყეს მიწისქვეშა სამალავი ოთახების მშენებლობა, რომლებიც ადამიანებს დაიცავს მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფებისაგან, ატომური აფეთქებებისაგან, ეპიდემიებისა და სხვა უარყოფითი მოვლენებისაგან. ოთახებთან ერთად მიწის ქვეშ შენდება სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებიც საჭიროა ადამიანის გამოსაკვებად, გასათბობად. თითოეული ასეთი ოთახის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. ოთახების უმრავლესობა უკვე გაყიდულია. მომავალში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ასეთი სამალავი ოთახის მშენებლობა. (more…)