Month: აგვისტო 2017

ქამა სოკოს წარმოება მომგებიანი და საინტერესო საქმეა

ქამა სოკოს წარმოება კარგი ბიზნესია, მაგრამ სხვა სახის სოკოების მოყვანასთან შედარებით საკმაოდ რთულია; ის მეტ ცოდნას, გამოცდილებას და დანახარჯებს მოითხოვს. ვიდრე ქამა სოკოს წარმოებას დაიწყებთ და ფულს დახარჯავთ, საჭიროა კარგად გაეცნოთ წარმოების ტექნოლოგიას, მოამზადოთ საჭირო ნედლეული. (more…)

ბიომრავალფეროვნება, გლობალური დათბობა და ადამიანის როლი თანმდევ პროცესში

(more…)

კონგო-ყირიმის ჰემორაგიული ციებ-ცხელება

 

კონგო-ყირიმის ჰემორაგიული ცხელება (კყ/ც) არის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელსაც იწვევს ტკიპების მიერ გადაცემული Bunyaviridae-ს ოჯახის ვირუსი (Nairovirus). კყ/ც ვირუსი იწვევს მძიმე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების აფეთქებებს 10-40% ლეტალობის კოეფიციენტით. (more…)

საქართველოს სოფლის მეურნეობაში საგანგაშო მდგომარეობაა  

საქართველო ისტორიულად აგრარული, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ უკანასკნელ წლებში ამ დარგში მომუშავე გამოუცდელ და არაპროფესიონალ ხელმძღვანელთა ხელში, წარმოების არასწორად მართვისა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შედეგად, საზღვარგარეთიდან შემოტანილი დაბალხარისხიანი პროდუქტების გამსაღებელ ქვეყნად გადავიქეცით და ერთმილიარდიანი ბაზარი მთლიანად უცხოურ უხარისხო პროდუქციას დავუთმეთ. (more…)

მეცნიერები განგაშს ტეხენ: ფუტკრების გადაშენება კაცობრიობის არსებობას საფრთხეს უქმნის

 

მსოფლიოში, ყოველწლიურად  კლიმატური ანომალიების და ადამიანის მოღვაწეობის გამო ფუტკრების 20 % იღუპება. ენტომოლოგების აზრით ამან შეიძლება ცივილიზაცია ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს და თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, 2035 წლისთვის ეს სასარგებლო მწერი შესაძლოა საერთოდ გადაშენდეს. (more…)

  კავკასიური კამეჩი  

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გავრცელებული კამეჩი მიეკუთვნება ინდურ, ე.წ. წყლის კამეჩების ტიპს. არქეოლოგიურ განათხრებში მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ კამეჩის არსებობა ამ ქვეყნებში დათარიღებულია ჩვ.წ.აღ-მდე პირველი ათასწლეულით.

(more…)

კომბინირებულ საკვებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მნიშვნელობა  

ომბინირებულ საკვებში შემავალი ყველა ინგრედიენტი და საზრდო ნივთიერება პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს. ერთ ჯგუფს განეკუთვნება ყველა ორგანული და მინერალური ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის ქსოვილისა და უჯრედის პლასტიკურ (სამშენებლო) და ენერგეტიკულ ფუნქციებს, ხოლო მეორე ჯგუფს განეკუთვნება ის ნივთიერებები, რომლებიც მართალია არ შედის უშუალოდ (more…)

დაეხმარეთ ძროხებს სიცხის დამარცხებაში

 

ძროხები სიცხესა და ტენიანობაზე, როგორც წესი, ორი მაჩვენებლით რეაგირებენ: ჭამენ ნაკლებ საკვებს და იძლევიან ნაკლებ რძეს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სიცხით და ტენიანობით გამოწვეულ სტრესთან ერთად იჩენს თავს, არის სომატური უჯრედების ზრდა რძეში. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შევამციროთ ზაფხულის სტრესი ძროხებში. (more…)

კენკროვანი კულტურების გასხვლის თავისებურებანი

წითელი მოცხარი

წითელი მოცხარის გასხვლის მთავარი მიზანია გადაშლილი, კარგად განათებული ბუჩქის მიღება, სადაც ხორციელდება მობერებული ძირითადი ტოტების ახალი ნაზარდით დროული ჩანაცვლება და რეგულარული გამეჩხერება ჩახშირების თავიდან აცილების მიზნით. (more…)

„აფრიკული ღორის ჭირი ვიდრე ბოლო ღორს არ გამოიყვანს საღორიდან, არ გაჩერდება“

 მეღორე ფერმერებს ყოველდღიურად ეხოცებათ ღორი, მათი ზარალი დღითიდღე იზრდება. დიაგნოზი გაურკვეველია. სავარაუდოდ, ღორის აფრიკული ცხელება კვლავ აქტუალურია, გამოსავალი კი არ ჩანს. მათ არც კომპენსაციას სთავაზობს ვინმე და არც პრობლემის გადაჭრის გზებს. ფერმერები პირად საუბრებში გამოთქვამენ წუხილს, რომ მათ მიერ გაღებული უზარმაზარი ენერგია, შრომა, თავდადება და, რაც მთავარია, ფინანსები, წყალში გადაიყარა. რაც მთავარია, ფერმერებმა არ იციან, რას ფიქრობს სახელმწიფო ამ საკითხთან მიმართებაში და რა იქნება ხვალ. თუმცა, ამ ყველაფერზე ისინი ხამამაღლა არ საუბრობენ. დუმს სახელმწიფოც. (more…)