ვენახში ნიადაგის დაკორდების სისტემა

ვენახი

უკანასკნელ ათწლეულში შეიმჩნევა მევენახეობის ექსტენსიური წარმოების ტენდენცია, რაც იმაში გამოიხატება რომ არავინ ცდილობს მთლიანად გაასუფთაოს ვენახი სარეველებისგან, პირიქით, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა მიმართულია იმისკენ რომ შეიზღუდოს მათი ზრდა იმ ზომამდე, რომ მათ ხელი არ შეუშალონ ვაზის განვითარებას. 

ეს დადებითი მიდგომა სარეველებისადმი განპირობებულია არა მარტო მეურნეობის ექსტენსიური გაძღოლის ტენდენციით, არამედ იმ თვალსაჩინო უპირატესობებით, რაც სარეველებს გააჩნია ნიადაგის დაცვის საქმეში.სარეველების დადებითი გავლენა ვენახში შიძლება იყოს:
– ჰუმუსის დაგროვება;
– ეროზიის თავიდან აცილება;
– ქვენიადაგის სტრუქტურის აღდგენა;
– დაჩრდილვის გამო ნიადაგის სირბილის შენარჩუნება.
უარყოფითი თვისებებია:
– საკვები ელემენტების გამოტანა;
– წყლის მარაგის შემცირება ნიადაგში;
– მავნებელ-დაავადებათა გამრავლება.
უარყოფიტი თვისებები, რომლებიც სარეველებს გააჩნია, ზოგიერთ პირობებში შეიძლება დადებით თვისებად იქცეს. მაგალითად, ნალექიან ჭარტენიან რეგიონებში – ტენის აორთქლება, ვაზის ძლიერი ზრდის პირობებში – ზრდის შეფერხება და სხვა. სარეველების როლის ერთმნიშვნელოვნად შეფასება შეუძლებელია. მას ამა თუ იმ ეკოლოგიურ პირობებში, შეუძლია დადებითი და უარყოფითი როლი შეასრულოს.. სარეველების გარკვეული დადებითი როლის გავლენა მოხდა მას შემდეგ , რაც მევენახეობაში დაინერგა მაღალშტამბიანი ფორმები, დიდი კვების არეები და მავნებელ-დაავადებათა მიმართ ეფექტური ბრძოლის ღონისძიებები.

წყარო: agronews.ge მევენახეობა: ვ. გოცირიძე, ა. გოდაბრელიძე

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s