ჩეჭიფეში

140203083855_chechipeshi

წყარო:enoteca.ge

ჩეჭიფეში მეგრული სიტყვაა და ნიშნავს `თეთრ_წვრილს.~ ამ სახელწოდებას ჯიში სავსებით ამართლებას. სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით იგი უფრო მომცრო და ნაზი აგებულების მარცვლებს ივითარებს. ჩეჭიფეში სამეგრელოს თეთრყურძნიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებამდე და ფილოქსერის შემოჭრამდე ჩეჭიფეში როგორც საადრეო ჯიში, მასობრივად ყოფილა გავრცელებული მაღლარად სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში. როგორც გადმოვგცემენ, ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ძირითადად ამზადებდა ღვინოს, რომელიც ხასიათდებოდა ალკოჰოლის საკმაო შეცულობით და ჰარმონიულობით. ღვინოს მეტწილად იყენებდნენ მაჭრობის პერიოდში_ საგვიანო ჯიშების კრეფის დროს. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით (4) ჩეჭიფეში ზემო აჭარაში გავრცელებულ `ჭეჭიბერას~ ფონეტიკური სახეცვლილება უნდა იყოს. ჩვენ მიერ ორივე ჯიშის შესწავლისა და ურთიერთთან შედარებით კი მათი არაიდენტურობა დადასტურდა. აჭარის ჭეჭიბერა თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან_თვისებებით არსებითად განსხვავდება მეგრულ ჩეჭიფე- შისაგან. ამ ჯიშების მთავარი განმასხვავებელი ნიშან_თვისებები შემდეგია: ჩეჭიფეშის ფოთლები საკმაოდ ღრმადაა დანაკვთული და ქვედა მხრიდან ქეჩისებრ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ღრმაა და ისრისმაგვარი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული მტვრიანები და ბუტკო აქვს. მარცვალი ოვალურია, საშუალოზე მცირე, წვნიანი და სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1_დან 3_მდე. საღვინე ჯიშია, ამავე დროს საადრეოა და სუფრის ყურძნადაც შეიძლება გამოყენება. ამრიგად, თავისი მორფოლოგიური დაბიოლოგიური ნიშან_თვისებებით ჩეჭიფეში მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ჯგუფს Pროლ. პონტიცა სუბპროლ. Gეორგიცა Nეგრ. (6). ჩეჭიფერას ფოთლები მცირედაა დანაკვთული და ქვემოდან ოდნავ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ელიფსურია. ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია და მოკლე, მოკაკული მტვრიანები აქვს. მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 70%_მდე აღწევს. მარცვალი მომრგვალოა, თხელკანიანი და მეტად წვნიანი, უბრალო ტკბილმომჟავო გემო აქვს. მარცვალში 1_4 წიპწაა. ჯიში ინტერესს მოკლებულია, რამდენადაც შედარებით მდარე ხარისხის პროდუქციას იძლევა. სადღეისოდ სამეგრელოს რაიონებში ჩეჭიფეშის გავრცელების არეალი მეტად შემცირებულია და იგი მხოლოდ თითო_ოროლა ძირის სახით გვხვდება მაღლარად. ნამყენების სახით დაბლარად აღზრდილი ჩეჭიფეშის ნარგავები გვხვდება წალენჯიხის რაიონში _ სოფ. ნაკიფუში. ნაკვეთი გაშენებულია 1936 წელს. ვაზები ხასიათდება საშუალო ზრდა_განვითარებით და საშუალო, მაგრამ მაღალი ხარისხის პროდუქციას იძლევა.

ბოტანიკური აღწერა

ჩეჭიფეში აღწერილია სოფ. ნაკიფუში (წალენჯიხის რ_ნი). ვაზები დაბლარადაა გაშენებული და დამყნობილია რიპარიაXრუპესტრის 3306_ზე. ნაკვეთი, რომელზედაც ეს ჯიშია გაშენებული, დაქანებულია სამხრეთისაკენ, ნიადაგი წითელმიწაა, კალციუმის კარბონატების მცირე შეცულობით. ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ქეჩისებრ დაფარულია მოთეთრო_მოწითალო ბეწვისმაგვარი ბუსუსით. ახლადგაშლლი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მოწითალო_იისფერია, ძარღვების გასწვრივ კი ღია მწვანე, რომელიც საკმაოდ სქლადაა დაფარული მოთეთრო_მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ქვედა მხრიდან ფირფიტა ქეჩისებრ დაფარულია მონაცისფრო თეთრი ბუსუსით, რომელსაც მოწითალო ელფერი გადაჰკრავს, განსაკუთრებით ფირფიტის ნაპირებზე. ფოთლის ყუნწი მოწითალოა და საკმაოდაა დაფარული მონაცრისფრო_თეთრი ბუსუსით. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან მოწითალო_იისფერია; მეორე ფოთოლი ზემოდან ოდნავ არის შებუსვილი, მესამე კი თითქმის შიშველია. როგორც მეორე, ისე მესამე ფოთლის შებუსვა ქვედა მხრიდან ქეჩისებრია. ბუსუსი ბეწვისმაგვარია და მოთეთრო_ნაცრისფერი, ხოლო უფრო მოზრდილ ფოთლებზე ბუსუსი ნაცრისფერია. ახალგაზრდა ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეზე მოწითალო იისფერი დაჰკრავს და საკმაოდ დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ყლორტის წვერისაკენ შებუსვა უფრო ძლიერდება, ყლორტის წვერი ხშირ შემთხვევაში მოწითალოა. ერთწლიანი რქა. შემოსული რქა საშუალო ან საშუალოზე წვრილია, მუქი ყავისფერია, ოდნავ მოწითალო ელფერით. მუხლთაშორისის სიგრძე 7_12 სმ აღწევს. ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა ან საშუალოზე მცირეა, მოყვანილობით მომრგვალოა; იგი ღია მწვანეა და საკმაოდ დანაკვთული, გვხვდება აგრეთვე ღრმად დანაკვთული ფოთლებიც. მისი საშუალო სიგრძე 14,6 სმ, ხოლო სიგანე 14,5 სმ აღწევს. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღრმა ისრისებრია და თანასწორგვერდებიანი. იშვიათად გვხვდება ჩანგისებრი ფორმის მახვილფუძიანი ამონაკვეთებიც.

ზედა ამონაკვეთი ღიაა და საკმაოდ ჩაჭრილი; გვხვდება მახვილი ან წამახვილებულფუძიანი ნასვრეტისებრი ამონაკვეთებიც. ქვედა ღია ამონაკვეთი მცირედაა ჩაჭრილი, იშვიათად საკმაოდ ჩაჭრილიც გვხვდება.

ფოთლის ხშირად სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად სწორსაც.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრი და ამოზნექილგვერდებიანია, მახვილი ან წამახვილებულწვერიანი ფუძით. გვხვდება ხერხკბილა სამკუთხედისებრი კბილებიც, რომელთაც ცალი გვერდი ჩაზნექილი აქვს. ფოთლის დანარჩენი კბილები მთავარი კბილების მსგავსია.

ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია მონაცრისფრო ბუსუსით. ზედა მხარე უფრო ხშირად ბადისებრ დანაოჭებულია, ხოლო იშვიათად გლუვი. ფოთლის ზედაპირი ბრტყელია ან ნაპირებჩამოწეული. მთავარი ძარღვი ოდნავ შებუსვილია მონაცრისფრო ბუსუსით და ღია მწვანე ფერისაა.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,6_0,9 უდრის. იგი ღია მწვანეა, ხოლო ფუძესთან მოწითალო_ღვინისფერი ხდება და მცირედ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული მტვრიანები და ბუტკო აქვს. ყვავილში ხუთი მტვრიანაა. გვხვდება ოთხი და იშვიათად ექვსი მტვრიანაც. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 190_მდე აღწევს.მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 3,5_4,5 სმ უდრის, მტევნის სიგრძე მერყეობს 9_14,5 სმ, ხოლო სიგანე 5_7 სმ შორის.

მტევანი ცილინდრულ_კონუსისებრია. იგი საშუალო სიკუმსისაა, გვხვდება აგრეთვე მეჩხერი მტევნებიც. მტევნის ყუნწი და კლერტი ბალახმაგვარია და მომწვანო ფერისაა.მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4_9 მმ აღწევს და მწვანე ფერისაა. ბალიში დამეჭეჭებული და განიერი კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი ღია ქარვისფერია, საშუალოზე მცირე ზომისა და ოვალური ფორმის. მისი საშუალო სიგრძე 11,5_14,5 მმ, ხოლო სიგანე 10_12 მმ აღწევს. შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. თხელკანიანი, წვნიანი და ნაკლებხორციანია, ხოლო გემო სასიამოვნო ტკბილი აქვს. ცვილით მარცვალი მცირედაა დაფარული.წიპწა. მარცვალში 1_3 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის სიგრძე 5,5_6 მმ, სიგანე კი 2,5_3 მმ აღწევს. იგი მოყავისფროა. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარეს _ შუა ნაწილში, იგი ფორმით თითქმის ოვალურია. ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის სიგრძე 1,5 მმ უდრის.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ჩეჭიფეშის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე დაკვირვება წარმოებდა სოფ. ნაკიფუში (წალენჯიხის რ_ნი) დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე. ნაკვეთი გაშენებულია 1933 წელს, საძირედ გამოყენებულია რიპარიაXრუპესტრის 3306. ქვემოთ მოყვანილია ბიოლოგიური ფაზების მიმდინარეობის სამი წლის საშუალო მონაცემები (იხ. ცხრ. 1).

ჩეჭიფეშის სავეგეტაციო პერიოდი სოფ. ნაკიფუს ზონაში კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 180_182 დღეს გრძელდება, ხოლო მთელი სავეგეტაციო პერიოდი ფოთოლცვენის დამთავრებამდე _ 240 დღემდე აღეწევს. როგორც აქედან ჩანს, ჩეჭიფეშის სავეგეტაციო პერიოდი ყურძნის დამწიფებამდე სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, რის მიხედვითაც იგი საშუალო სიმწიფის ვაზის ჯიშთა ჯგუფში ექცევა. ვაზი გამოღვიძებას ჩვეულებრივ მარტის ბოლო რიცხვებში, ხოლო ყვავილობას მაისის დასასრულს იწყებს და ხელსაყრელი ამინდის დროს 10 ივნისამდე ამთავრებს. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან და მასობრივად მწიფდება ოქტომბრის პირველ რიცხვებში. ფოთოლცვენა ჩვეულებრივ იწყება ნოემბრის პირველ ნახევარში და ამავე თვის ბოლოს მთავრდება.

სამეგრელოში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ჯიშებთან შედარებით ჩეჭიფეში თითქმის ერთი თვით ადრე მწიფდება, რასაც ამ მხარისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროისათვის ვაზის დანარჩენი ჯიშები მხოლოდ შეთვალების პროცესშია და ამიტომ ჩეჭიფეშის პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ყურძნად, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის მასობრივი მოხმარების ღვინოების დასაყენებლად.ვაზის ზრდა-განვითარება. სოფ. ნაკიფუს ზონაში დაბლარად ფორმირებული ჩეჭიფეში საშუალო ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქების სიგრძე 1,5_2 მ_მდე აღწევს, რომლებიც ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის ასწრებს მომწიფებას და მთელ სიგრძეზე ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს იღებს.

ჩეჭიფეშის მაღლარი ვაზები, რომლებიც თითო_ოროლა ძირის სახითაა შემორჩენილი ამავე ზონაში, თითქმის საშუალო ან საშუალოზე მცირე ზრდით ხასიათდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მაღლარი ვაზები მოვლის სიძნელის გამო სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული (გასხვლა, გაფურჩვნა, შეწამვლა და სხვა ოპერაციები არ ტარდება). არახელსაყრელ ამინდის პირობებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების შედეგად ყლორტები ნაწილობრივ ხევდება, დანარჩენი ნაწილი კი მოუმწიფებელი რჩება და იგი ზამთრის ყინვების მოქმედებით ადვილად იღუპება.მოსავლიანობა. მოსავლის პირველ ნიშნებს ჩეჭიფეში იძლევა მესამე წელს და ზოგჯერ მეორე წელსაც, ხოლო სრულ მოსავალს მე_4, მე_5 წლიდან.

ქვემოთ მოყვანილია დაბლარად ფორმირებული ჩეჭიფეშის მოსავლიანობის სამი წლის საშუალო მონაცემები (იხ. ცხრ. 2).

როგორც მე_2 ცხრილიდან ჩანს, დაბლარად ფორმირებული ჩეჭიფეში 8_10 კვირტით დატვირთვისას ერთ ძირზე 1,5 კგ_მდე ყურძენს იძლევა, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 50_55 ცენტნერს შეადგენს. რქების 74,5% მოსავლიანია, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,3_მდე აღწევს. რქაზე ხშირად ორი არათანაბარი მტევანია, გვხვდება ერთი მტევანიც. ეჭვს გარეშეა, რომ ღონიერ ნიადაგზე ან სათანადოდ გამოკვების შემთხვევაში ვაზის ზრდა გაძლიერდება და ვაზის უფრო მეტად დატვირთვის შესაძლებლობა შეიქმნება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს მოსავლის მნიშვნელოვნად გადიდება (ჰექტარზე საშუალოდ 70_80 ცენტნერამდე). ვაზი ადვილად ეგუება როგორც გრძელ, ისე მოკლე სხვლას.

სოფ. ნაკიფუს ზონაში მაღლარად ფორმირებული ვაზების მოსავალი მეტად ცვალებადია. იგი მხოლოდ ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში იძლევა მოსავალს. მაღლარ ვაზებზე ვითარდება მეჩხერი, უბარაქო და არათანაბარი მტევნები. კარგი ამინდის შემთხვევაში ერთი ძირი მაღლარის მოსავალი 20_25 კგ_მდე აღწევს.სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ გამძლეობა. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ჩეჭიფეში სუსტ გამძლეობას იჩენს. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ჭრაქით და ნაცრით მაღლარად ფორმირებული ვაზების მწვანე მასა და მტევნები. ამ ავადმყოფობათა მოქმედება მკვეთრად მჟღავნდება ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში _ ყურძნის შეთვალებამდე. დაბლარად ფორმირებული ვაზების დროულად წამლობით აღნიშნული სოკოების მოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. დაკვირვებები ცხადყოფს, რომ თუ შეწამვლა დროულად და ხარისხიანად ჩატარდება, ნაკიფუს ზონაში საკმარისია ჩეჭიფეშის ვაზების 5_6_ჯერ ბორდოს ხსნარით შესხურება და 3_ჯერ გოგირდით შეფრქვევა.

სამეგრელოს დანარჩენი ადგილობრივი ჯიშების მსგავსად ჩეჭიფეში ფილოქსერისადმი მეტად დიდ მგრძნობიარობას იჩენს. სწორედ ამ მავნებლის მოქმედება უნდა ჩაითვალოს ერთ_ერთ მთავარ მიზეზად, რომელმაც გამოიწვია ამ ჯიშის მასობრივი განადგურება.გარემო პირობების მიმართ დამოკიდებულება. მაღლარად ფორმირებული ჩეჭიფეშის ერთეული ძირები ძირითადად მდინარეთა ხეობებშია შემორჩენილი. უნდა ითქვას, რომ ეს ვაზები ხელსაყრელი ამინდის დროსაც კი _ ე.ი. როცა სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება არ არის გამომჟღავნებული, ვერ იძლევა მაღალი ღირსების პროდუქციას. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქარი 17_18,5% არ აღემატება და შესაბამისად მჟავიანობაც 10‰–მდე გადიდებულია. ამავე ზონაში დაბლარად ფორმირებული და ზოგან სამხრეთით დახრილ და მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე გაშენებული ვაზები გაცილებით უკეთეს პროდუქციას იძლევა, რომელიც მეტი შაქრიანობით და შემცირებული მჟავიანობით გამოირჩევა. ამიტომ ჩეჭიფეშის გასაშენებლად მომავალში გამოყოფილ უნდა იქნეს სამხრეთით ან სამხრეთ_აღმოსავლეთით დახრილი, ღია, მზვარე ნაკვეთები, რადგან ასეთ ნაკვეთებზე სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება.

ზამთრის ყინვებისა და გაზაფხულის წაყინვების მოქმედებას ვაზი წალენჯიხის რაიონში და, კერძოდ, ნაკიფუს ზონაში სრულიად არ განიცდის, თუ იგი სათანადოდაა მოვლილი. ვაზი დროულად იღვიძებს და მისი შემდგომი განვითრება სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ჩეჭიფეშის სამეურნეო_ტექნოლოგიურ თვისებათა შესასწავლად ყურძნის ნიმუშები აღებულ იქნა ნაკიფუს ზონაში დაბლარად ფორმირებული ვაზებიდან. ქვემოთ მოყვანილია ჩეჭიფეშის ყურძნის მექანიკურ_ქიმიური ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 3).

დიდი მტევნის წონა 140 გ, მცირესი _ 75 გ. ხოლო საშუალო წონა 105 გ უდრის. მტევანში მარცვლების რაოდენობა მერყეობს 45_დან 90_მდე.

მტევანში მარცვლების საშუალო რაოდენობა შეადგენს 95,2%, კლერტის _ 4,0%, კანის _ 16,2%, წიპწის _ 5,8%, ხოლო წვენის 74%. ამრიგად, ჩეჭიფეშის წვენის გამოსავლიანობა სავსებით საკმაოდ უნდა ჩაითვალოს საღვინედ განკუთვნილი ჯიშისათვის. ამას ადასტურებს წვენის წონითი შეფარდება კანის, კლერტისა და წიპწის წონასთან.

100 მარცვლის საშუალო წონა 130 გ_მდე აღწევს. 100 მარცვალში 179_მდე წიპწაა, წონით 7,8 გ. ერთწიპწიანი მარცვლები 33%, ორწიპწიანი _ 55%, ხოლო სამწიპწიანი 17% შეადგენს.

სრული სიმწიფის პერიოდისათვის დაბლარი ვაზებიდან დაკრეფილ ყურძენში შაქრიანობა 19,5_20%, ხოლო საერთო მჟავიანობა 9,8‰–მდე აღწევს.

ღვინის ქიმიური ბუნებისა და გემური თვისებების შესასწავლად 1940 წელს სოფ. ნაკიფუში დამზადებულ იქნა სანიმუშო ღვინო მევენახე ის. მალაშხიას მიერ, ხოლო ამ ღვინის ქიმიური ანალიზი და საბოლოო შეფასება ჩატარდა საქართველოს სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის შედეგები მოცემულია ქვემოთ მოყვანილი მე_4 ცხრილში.

როგორც მე_4 ცხრილიდან ჩანს, ჩეჭიფეშის ღვინო ნორმალურ ალკოჰოლთან ერთად (10,81º) შეიცავს ოდნავ მომეტებულ, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობას. მქროლავი მჟავას (0,71) ოდენობა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ესქტრაქტის რაოდენობა ღვინოში არაა დიდი (18,46), მაგრამ სხვა ელემენტებთან შეფარდებით ამ ტიპის ღვინისათვის საკმაოდ უნდა ჩაითვალოს.

დაჭაშნიკების შედეგად ჩეჭიფეშის ღვინომ მიიღო შემდეგი შეფასება: ფერად ლამაზი, ღია მოჩალისფრო, საკმაოდ ჰარმონიული და ოდნავ მომჟავო, მაგრამ სასიამოვნო სასმელი ღვინო. ეს შეფასება სავსებით აკმაყოფილებს ორდინარული ტიპის ღვინოსადმი წაყენებულ მოთხოვნას. ადგილობრივ პრაქტიკოს_მევენახეთა გადმოცემით, ამ ჯიშის ღვინო ხანგრძლივად არ ინახება და ნაკლებად ტრანსპორტაბელურია, ამიტომ მას წარსულში არ აძველებდნენ და ძირითადად მაჭრად, საგვიანო ჯიშების კრეფის დროს იყენებდნენო.

რამდენადაც ჩეჭიფეში ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით საადრეოა, მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც.

ჩეჭიფეშის მოკრეფილი ყურძენი არ ინახება. ვაზზე დატოვებული ოქტომბრის ბოლომდე ძლებს, ოღონ ჭკნება. ყურძენი შორ მანძილზე გადატანას ვერ იტანს.

საერთო შეფასება და დარაიონება

ჩეჭიფეში საღვინე ჯიშია, მაგრამ მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც.

სამეგრელოს აბორიგენულ ვაზის ჯიშთა შორის ჩეჭიფეში ფართო მოწონებას იმსახურებს, რადგან ორდინარულ ღვინოს იძლევა და ამ დადებით თვისებებთან ერთად საადრეო ჯიშია. იგი იმ დროს მწიფდება, როცა სხვა ადგილობრივი ჯიშები მხოლოდ შეთვალებას იწყებს (სექტემბრის ბოლოს). სამეგრელოს თბილი, ტენიანი ეკოლოგიური პირობებისათვის ასეთი ჯიშის გავრცელებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჯიშის უარყოფითი მხარეებიდან აღსანიშნავია სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტი გამძლეობა. ამიტომ აუცილებელ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული სოკოვან ავადმყოფობათაგან დასაცავად ბორდოს ხსნარით 5_6_ჯერ შეწამვლა და გოგირდით 3_ჯერ შეფრქვევა.

ჩეჭიფეში ძირითადად სამეგრელოს მთისპირა ზონის მიკრორაიონებში სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე დამყნობილი უნდა გავრცელდეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s