სამეგრელოს რეგიონში ნიადაგურ-კლიმატურ პირობების მრავალფეროვნება, ტენიანი სუბტროპიკული პირობები ქმნის თხილის კულტურაზე სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებების განვითარების ხელშემწყობ პირობებს, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს ამჟამად თხილის ბაღებში არსებული მდგომარეობა. რეგიონში მავნე ორგანიზმებისაგან (მავნებლები, დაავადებები სარაველები) მიყენებული ზიანი აღნიშნული კულტურაზე 30-60%-ს შეადგენს, თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ მავნებელზე Medkalfa pruinosa -ზე, რომელიც ასევე აზიანებს თხილის მცენარეს.
ჭიჭინობელა–Medkalfa pruinosa მავნეობს ორასამდე დასახელების სხვადასხვა კულტურაზე. მნიშვნელოვანია, მათი მავნეობა, სუბტროპიკულ კულტურებზე, კაკლოვნებზე, კენკროვნებზე, კურკოვან და თესლოვან ხეხილზე, დეკორატიულ მცენარეებზე, სარეველებზე. მავნებლის ამ სახეობას სერიოზული ზიანი მოაქვს, და საფრთხეს უქმნის მცენარეს, მცენარე თანდათან სუსტდება და სხვადასხვა დაავადებების წყარო ხდება. პირველი მატლების გამოჩენა ხდება მაისის ბოლოს და გრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე, შემდეგ ის იმაგოს ფაზაში გადადის. იმაგო გვხდება ივლისში ძირითადი აგვისტოში, თუმცა ეს დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე.
ჭიჭინობელას იმაგო თავიდან ღია ნაცრისფერი ფიფქითაა დაფარული, შემდეგ მუქდება. წელიწადში გააჩნია ერთი გენერაცია. იმაგო კარგად ხტის და ფრენს, დებს 50-100 კვერცხს მცენარის ქერქში, ნაპრალებში, გამოსაზათრებლად.
მავნებლის იმაგოს ფაზაში ბრძოლის სასურველი ეფექტი არა აქვს, მის წინაამღდეგ ბრძოლის ოპტიმალური პერიოდია, მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, როდესაც მავნებელი მცენარის სხვადასხვა ნაწილზე თეთრი ფიფქივითაა მოდებული, ეს არის მავნებლის მატლის ფაზა, ამ პერიოდში მათ სწრაფად უნდა ვებრძოლოთ, რომ მათ არ მოასწრონ იმაგოს ფაზაში გადასვლა. სამწუხაროდ მატლები ერთდროულად არ წარმოიქმნებიან ამიტომ მოგვიწევს წამლობების განმეორება სასურველია 7-10 დღეში.
მათ წინაამღდეგ შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი დასახელების პესტიციდები
მატლის ფაზაში
v დელტამეტრინი დეცისი, დეცის ბლუ, დეცის ფლუქსი. 100მ ლ 100ლ/წყალში
v პირიმიფოს-მეთილი 500გრ/ლ-აქტელიკი ეკ 200მლ 100 ლ წყალში
v ალფა-ციპერმეტრინი100გრ/ლ-ფასტაკი ეკ 30 მლ 100 ლ წყალში
v დიმეთოატი ბი-58 ან საფაგორი-150მლ/100 ლ წყალში
v ესფენვალერატი 50გრ/ლ-სუმი-ალფა 200-250მლ/100 ლ წყალში
v სპიროტეტრამატი100გრ/ლ-მოვენტო 100 სკ 150მლ/100ლ წყალში
v ქლორპირიფოსი500გრ/ლ+ციპერმეტრინი50გრ/ლ ნურელ დ ეკ 200მლ/100ლ წყალში
კვერცხის ფაზაში
მინერალური ზეთი ტრინოლ ან ოვიპრონი ან სიპკამოლი 2ლ+ ალპაკი ან ბი-58 ან საფაგორი 150-200 გრ/ 100 ლ წყალში. ან კომპრადორ–ოილი 1.5ლ/100 ლ წყალში.
მინდა ავღნიშნო რომ ამ მავნებლის წინაამღდეგ ბრძოლის პერიოდი მეტწილად ემთხვევა სხვა მავნებელ-დაავადებების მავნეობის პერიოდს, და სასურველია ერთდროულად ვებრძოლოთ სხვა მავნებელთან ერთად. ასე რომ შესაძლებელია არ მოგვიწიოს დამატებითი ხარჯების გაწევა.
didi madloba !
2016-07-07 13:31 GMT+03:00 “სოფლის მეურნეობა” :
> tamaz58 posted: ” რეგიონში ნიადაგურ-კლიმატურ პირობების მრავალფეროვნება,
> ტენიანი სუბტროპიკული პირობები ქმნის თხილის კულტურაზე სხვადასხვა
> მავნებლებისა და დაავადებების განვითარების ხელშემწყობ პირობებს, რასაც
> გარკვეულწილად ხელს უწყობს ამჟამად თხილის ბაღებში არსებული მდგომარე”
>