თხილნარების ახალი საშიში მავნებელი

IMG_4003

რეგიონში ნიადაგურ-კლიმატურ პირობების მრავალფეროვნება, ტენიანი სუბტროპიკული პირობები ქმნის სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებების განვითარების ხელშემწყობ პირობებს, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს ამჟამად თხილის ბაღებში არსებული მდგომარეობა.   მცენარეთა დაცვა ერთ-ერთი ძირითადი რგოლია, რომლის გარეშეც შეუძლებელია უხვი, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მიღება. რეგიონში მავნე ორგანიზმებისაგან (მავნებლები, დაავადებები სარაველები) მიყენებული ზიანი 30-60%-ს შეადგენს,IMG_3989

რეგიონის თხილის პლანტაციებში ჩატარებული ფიტოსანიტარული გამოკვლევებით აღნიშნულ იქნა შემდეგი ძირითადი მავნებლები და დაავადებები. მავნებლები: კვირტის მავნებელი კვირტის მეგალე ტკიპა Phitocoltella Nal; ხორთუმიანი ბაღლინჯოების ძირითადი სახეობები: არშიიანი ბაღლინჯო –Gonocerus acuteangulatus:, კუსებურა ბაღლინჯო –Nezaria viridula: მწვანე ბაღლინჯო Palomena prasina; ფოთლის მჭამელი მწერების ძირითადი სახეობები:ამერიკული თერი პეპელაHyphantria cunea drury. მთვარისებრი მზომელა -Operophtera brumata,  მაისის ღრაჭა –Melolontha melolontha, მურყნის ფოთოლჭამია -Agelastica alni, მერქნის მჭამელი მავნებლების ძირითადი სახეობები: ულვაშა ხოჭო, იგივე შავი ხარაბუზა ხოჭოOberea Linearis;   ; ქერქიჭამია ხოჭო მწვანე ტანწვრილა Agrilus viridis L. დაავადებები: თხილის ნაცარი -phyllactinia coryli; თხილის ყავისფერი სიდამპლე,Gloeosporium coryli, თხილის ნაცრისფერი სიდამპლეBatritis cinerea, ფომოფსისი – Phomopsis spiwvevs, ფოთლის ლაქიანობაalternaria, ხავსებიMusci, Bryophyta. მღიერები ლიქენები-Lichenes,; ამ მრავალფეროვანი მავნებლებისა და დაავადებების გამრავლება-განვითარება, დაზიანების სიმპტომები და ბრძოლის კალენდარული ვადები სხვადასხვაა.

თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ თხილის ახალ მეტად საშიშ მავნებელზე მერქანჭამია ხოჭოზე, რომელიც აზიანებს თხილის მცენარის ვარჯს.IMG_4001

 

რეგიონის რიგ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულებში თხილის პლანტაციების მონიტორინგის შედეგად, თხილის კულტურაზე მავნებელ ხოჭოს მიერ დაზიანებული დიდი რაოდენობის თხილის მცენარეები დაფიქსირდა. მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებები, რეგიონის პირობებში ბოლომდე შეუსწავლელია. მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ, რეგიონის პირობებში მავნებლის შესწავლა და მასთან ბრძოლის ღონისძიებების დამუშავება. მავნებელი თხილის მცენარის შტამბს აზიანებს. დაზიანების ადგილას სიგრძივ ზოლად გასდევს სხვადასხვა ზომის მოყავისფროდ შებოლილი ლაქები, რომლის შიგნით მცენარის კანზე შეიმჩნევა ნახვრეტი. ხის ტანი მუქი, ღია ყავისფერია. მავნებლი, ხოჭო ღრმად შედის მერქანში ძირითადად მოძრაობს ჰორიზონტალურად ხშირ შემთხვევაში იცვლის მიმართულებებს, იშვიათად მოძრაობს ვერტიკალურად ისიც მცირე მანძილზე.IMG_4002

დაზიანებულ თხილნარებში, შეიძლება გატარებული იქნეს პროფილაქტიკური, საკარანტინო და აგროტექნიკური ღონისძიებანი. დიდი ყურადღება და მონდომება მართებთ მეთხილე ფერმერებს, მაქსიმალური შედეგი მიიღწევა მათ წინაამღდეგ ბრძოლის მექანიკური მეთოდით. ადრე გაზაფხულზე, თხილის პლანტაციაში მცენარეების შტამბების ვიზუალურად დათვალიერების შედეგად დაფიქსირებული დაზიანებული ტოტები მოვაცილოთ, მოჭრილ ტოტებს დიდხანს არ ვტოვებთ გაგვაქვს პლანტაციიდან და ვწვავთ. ხოლო მცენარეზე გადანაჭერს ბაღის მალამოთი ვამუშავებთ. რაც შეეხება ქიმიურ მეთოდს, მწერების გამოფრენის პერიოდში აპრილ-მაისი კერობრივი შესხურება, მინერალური ზეთი კომბინირებული დიმეთოატის 0.2% იან ხსნართან სავაჭრო დასახელება ბ-58. შესაძლებელია დაზიანებულ ხის მერქანში ნახვრეტის მეშვეობით შესაბამისი ინსექტიციდის ინექციით შეყვანა. ამ შემთხვევაში შედეგი დამოკიდებულია ხოჭოს მიერ მერქნის დაზიანების ხარისხზე. კარგ შედეგებს იძლევა ფერომონების გამოყენება აპრილ- მაისში. მავნებლის გავრცელებას ხელს უწყობს თხილარში არსებული მდგომარეობა. მავნებელი უმეტეს შემთხვევაში დაავადებულ, დასუსტებულ, დაკნინებულ მცენარეს ეტანება. ამიტომ აუცილებელია მცენარის ზრდა განვითარებისათვის საჭირო ყველა აგრო-ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად აგრო ვადებში ჩატარება.

საყურადღებო შენიშვნა: ხოჭო საშიში საკარანტინო მავნებელია და ის ჩვენი პირობებისთვის არ არის სათანადოდ შესწავლილი, თან უფრო და უფრო ძლიერდება, ამიტომ მისი ახალი კერების გამოვლინებისას, აუცილებლად უნდა მიმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სამსახურს: ზუგდიდი რუსთაველის 79 ტელ: (0415) 25-34-83. და შესაბამის მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებს, სადაც შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება.

თამაზ ხასაია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო

Advertisements

One comment

  1. ეს მავნებელი გახლავთ ამბროზიის ხოჭოთა ჯგუფის წარმომადგენელი დაფნის ქერქიჭამია. მოაქვს კომბინირებული ზიანი.თვითონ ხვრეტს მერქანს და აკეთებს სადედე სასვლელებს, ხოლო მეორე და ალბათ მთავარი ისაა, რომ შეაქვს ერთგვარი სოკო, რომელიც შემდეფგ მრავლდება ჭურჭელ-ბოჭკოვან კონებში და უცავს მცენარეს გამტარ კონებს, რაც ტოტების ხმობას იწვევს. თვითონ მავნებელი და მისი მატლები კი მცენარის შიგნით ამ სოკოთი იკვებებიან. ამბროზიის იმიტომ ქვია, რომ ამბროზიასა და ზოგიერთ სხვა სარეველაზე გადააქვს ეს სოკო დამატებითი კვებისას, სოკო იქ მრავლდება და ახალ თაობის ზრდასრულ ხოჭოს შეაქვს ყბის ძირებით ახალ ტოტებში. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოებს ხვრელის შექმნამდეც და შემდეგაც კონტაქტურ- სისტემური
    პრეპარატებით, მაგრამ სოკოს წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატები ჯერ საერთაშორისო მასშტაბით ცდების დონეზეა, სავარაუდოდ სისტემურმა პრეპარატებმა უნდა იმოქმედონ. აუცილებელია ნარგაობის დაცვა გაბალახიანებისაგან და მომიჯნავე ტერიტორიების გამოთიბვაც, რადგან ხოჭო ფრენს და შეუძლია გარკვეულ მანძილზე გადაადგილება დამატებითი საკვებისათვის. დაზიანებული მოჭრილი ტოტები უნდა აუცილებლად დაიწვას,ნუ დაელოდებით მოჭრილი ტოტების გახმობას, რადგან შეიძლება მასში არსებულმა მატლებმა სოკოს ჩაკვდომამდე მოასწრონ კვების დასრულება, დაჭუპრდნენ და ახალი მავნებელი გამოფრინდეს. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით 100 %-ით ქმედითი რეპარატები ჯერ არ არის შემუშავებული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s