დღე: 05/07/2015

ფრინველის დაავადებები

prodam-boyler-indyuk-cyplyat-kur-nesushkapodrost--9395-1372662258876388-1-big
ფრინველისთვის ძლიერ საშიში და აქტუალურია რამდენიმე დაავადება, რომელთა ვაქცინაციაზე, პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნავს მეფრინველე.

მეფრინველეობა და მისი განვითარება საქართველოში


hsodk9lw32o1iq2

 

 

მეფრინველეობის განვითარება საქართველოში იწყება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ცნობილია, რომ 1880-იანი წლებიდან მეფრინველეობის პროდუქტები გადიოდა საექსპორტოდ. მარტო ქუთაისის გუბერნიიდან ბათუმისა და ფოთის ფოთის ნავსადგურებიდან გატანილ იქნა 108 მილიონი კვერცხი ევროპის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც იყო პარიზი, ვენა, ჰამბურგი, ბერლინი, ლონდონი. (more…)

სწორად ორგანიზებული მოწველის პროცედურა

                                      
მოწველის დროს არ არის კარგი იკვებებოდეს ძროხა, ხელები უნდა დაიბანოთ და გეცვათ სუფთა სამოსი. ცური და უნდა იყოს ჩამობანილი და მთლიანი ტანი გასუფთავებული, კარგია თითო ძროხის გასამშრალებლად გამოიყენოთ თითო ბამბის ქსოვილი და კარგად გამშრალდეს, თითო გამშრალების შემდეგ ქსოვილი უნდა გამოიხარშოს. დროულად უნდა მოიწველოს, რომ გამოირიცხოს რძის დაბინძურება ჰაერით.

როგორ მოვაწყოთ ძროხის სადგომი

00000000474
ძროხის სადგომის ზომები (ერთ სულზე) უნდა იყოს 2 X 3 მ, მაგრამ ყველაზე მოხერხებულია 3 X 3 მ. სადგომის სიმაღლე მინიმუმ 2,5 მ. ბოსლის ნორმებია ერთ ძროხაზე და ერთ ხბოზე – ფართი 10 მ2, გასასვლელის სიგანე მომსახურეობისთვის 1,2-1,5 მ, უშუალოდ ძროხის სადგომის ზომებია სიგანე 1,1 მ, სიგრძე – 1,7 მ. საკვებური არ უნდა იყოს მიბჯენილი კედელზე. სუნთქვის დროს ცხოველები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ტენს, რომელსაც ისრუტავს კედლები, შემდეგ წარმოიქმნება კონდენსატი, რაც იწვევს შენობაში სინესტეს. ამიტომ აუცილებლად აწყობენ საკვებურთან მისადგომ გასასვლელს 1 მ სიგანით (ძროხების ერთრიგად შენახვისას). (more…)

თუ საქონლის პროდუქტიულობა შემცირდა

photo_51907_F0D6D826-4EAC-4E94-BE83-8008650D4ABD
 ხშირად მერძეული მიმართულების ფერმერები, პირუტყვის პროდუქტიულობის შემცირების ტენდენციას უჩივიან. საქმე ისაა, რომ მომრავლდა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის კეტოზ-ავადმყოფობა, რომელსაც თან სდევს მაღალწველადი ძროხების ორგანიზმში კეტონური სხეულების დაგროვება (ბეტა-ოქსიერბომჟავა, აცეტოძმარმჟავა, აცეტონი). ასევე ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, გულის, თირკმელების დაზიანება, ორგანიზმის აუტოინტოქსიკაცია და ძროხების გამრავლების ფუნქციის თანმდევი მოშლა. საბოლოო ჯამში კი კეტოზი.