თხილი: სარეველების კონტროლი და ბრძოლის მეთოდები

1138567907221

დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული ზონა თავისი ნიადაგური-კლიმატური პირობებით ქმნის მეტად ხელსაყრელ პირობებს სხვადასხვა სახეობის სარეველების ინტენსიური განვითარებისათვის. აქ გვხდება როგორც აბორიგენული ისე ადვენტური წარმოშობის ერთწლიანი ისე მრავალწლიანი სარეველები, რომელთა განვითარებას ხელს უწყობს უხვი ატმოსფერული ნალექები, მაღალი აქტიური ტემპერატურათა ჯამი და რბილი კლიმატი. ამ ზონაში 250-მდე სახეობის სარეველაა აღრიცხული, ამათგან მასიურად გავრცელებულია და მავნეობის მომტანია 45 სახეობა.

საერთო სარეველების საწინაამღდეგო ღონისძიებების ჩაუტარებლობამ, ძირეული ცვლილებები მოახდინა სარეველების სახეობრივ შემადგენლობაში. ბუნებრივ პირობებში დომინანტური მდგომარეობა დაიკავეს ისეთმა მრავალწლიანმა, ძნელად საბრძოლელმა სარეველა მცენარეებმა როგორებიცაა: გვიმრა, მაყვალი, ეკალღიჭა, იაპონური გრაკლა, ოქროწლეპლა, კაროლინის ძაღლყურძენა, ამბროზია და სხვა.

სარეველებს შორის შიდა სახეობრივმა კონკურენციამ გამოავლინა ძლიერი სახეობები, რომლებმაც გამოდევნეს შედარებით სუსტი ერთწლიანები: ძურწა,  მწერის ფეხა, ჯიჯილაყა, ღიღილო, ნაცარქათამა, გვირილები, ძურწა, მინდვრის მდოგვი, ღიჭა, მინდვრის ნარი, ჩაქვის ბალახი, ბურჩხა და სხვა. და დაიკავეს გაბატონბებული მდგომარეობა. ამ სახეობის სარეველებს გააჩნიათ კულტურული მცენარეების მიმართ დიდი მავნეობის უნარი. ისინი თავიანთი მიწისზედა ნაწილებით და მძლავრი ფესვთა სისტემით ართმევენ წყალსა და საკვებ ელემენტებს კულტურულ მცენარეებს, რის შედეგადაც კულტურული მცენარეები კნინდებიან და ხმებიან.

თხილის ბაღებში სარეველებთან ბრძოლას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოსავლის სტაბილური მიღების თვალსაზრისით. სარეველებთან ბრძოლა განსაკუთრებით საყურადღებოა  თხილის ბაღებში მოსავლის აღების კუთხითაც, მოსავლის აღება ხდება ძირითადად ნაყოფის ჩამოცვენის ჩამობერტყვის შემდეგ სადაც სარეველა განსაკუთრებით ხელისშემშლელია.

 

 

 

771348290

 

Advertisements

One comment

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s