საქართველიში მრავალფეროანი ნიადაგწარმომქმნელი ქანების და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გეოგრაფიული რაიონების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ნიადაგებია ჩამოყალიბებული. წითელმიწა და სუბტროპიკული, ეწერი ნიადაგები, არის რეაქციის PH-ის დაბალი შემცველობით, მჟავე რეაქციით გამოირჩევა. გაჯერებულია წყალბადიონებით, ალუმინისა და რკინის ერთნახევარი ჟანგეულებით. ასეთი ნიადაგები კულტურული მცენარეების უმეტესობისათის არახელსაყრელია და ნიადაგის მჟავიანობის შესამცირებლად ქიმიური მელიორაცია სჭირდება.
სუბტროპიკული ზონა მაღალი ტემპერატურითა და უხვი ნალექებით გამოირჩევა რაც მჟავე არესთან ერთად იწვევს ნიადაგის მინერალიზაციის პროცესების გააქტიურებას, მიკროელემენტებისნ გამორეცხვას, საკვები ელემენტებით და ჰუმუსით ნიადაგის გაღარიბებას. ამას ემატება ასევე ნიადაგისადმი არასწორი მიდგომა, რაც იწვევს ეროზიული ფართობების გაზრდას, მცირდება ნაყოფიერება, კოლხეთის დაბლობის დამშრალი სავარგულების უმეტესობა ხელმეორედ ჭაობდება, ირღვევა მცენარეების განოყიერების სისტემა. არ ტარდება ნიადაგების კვლევა, ნიადაგი ძირითადად ნოყიერდება ცალმხრივად, აზოტოვანი და არასტანდარტული სასუქებით. არ ხდება მელიორანტების, ცეოლიტების,მიკრო-ელემენტების შემცვლელი რთული კომპლექსური სასუქების გამოყენება. მჟავე ნიადაგებზე კულტურული მცენარეებიდან კარგად ჩაი და მოცვი ვითარდება. ნაჩაიარი ნიადაგები რომლებიც მჟავე და მწირია, სხვა კულტურების გასაშენებლად აუცილებელია ნიადაგის ქიმიური მელიორაცია.
ყურადღება მინდა გავამახვილო ადგილობრი მელიორანტებზე, რომლებიც ფართოდაა გარცელებული სამეგრელოს რეგიონებში და ცნობილია ტკილი მერგელების სახელწოდებით.მოიპოება წალენჯიხა-ჯგალის, ჩხოროწყუ-თაიას, მარტვილ-თამაკონის, ზუგდიდ-ჭკადუაშის, მიდამოებში. დადგენილია რომ მერგელები რბილ ქანებს მიეკუთვნება უმეტესობას არ სჭირდება დაფქვა. მათში CaCo3-ის და MgCo3-ის შემცველობა ჯამში 45%-საც აღწევს, ეს აგრომადნები CaO -სთან და MgO-სთან ერთად ფოსფორს და გოგირდსაც შეიცავს.
მელიორანტების ნორმების დადგენა ხდება გაცვლითი მჟავიანობის შესაბამისად.საშუალო შესატანი დოზა ჰექტარზე 20-40 ტონამდე მერყეობს. მისი ეფექტიანობა გამოცდილი დამტკიცებულია. მჟავე ნიადაგის გაუმჯობესების ტექნოლოგიათა შორის მნიშვნელოვანია ტორფ-დოლომიტიანი კომპოსტის გამოყენება რომლის შეტანისას ერთდროულად ხდება ნიადაგის მჟავე არის განეიტრალება და ნაყოფიერების ამაღლება.
ტორფ-დოლომიტიანიკომპოსტის დასამზადებლად გამოიყენება კოლხეთის დაბლობის ტორფი და დოლომიტის ფქვილი, რომელიც შეიცავს 20% MgO -ს და 30% CaO-ს. იგი ანეიტრალებს ტორფის ჭარბ მჟავიანობას,რაც იწვევს ტორფში მიკრობიოლოგიური პროცესების გააქტიურებას და აზოტოვანი შენაერთების მცენარისათის მისაწვდომი ფორმით გადასვლას. კომპოსტის მოსამზადებლად ტორფს ფენებად ემატება მისი მასის 5% დოლომიტის ფქვილი და ხდება არევა. ტორფ-კომპოსტის შეტანა ხდება შემოდგომა ზამთარში 10-20 ტონა ჰექტარზე დოლომიტის ნაცვლად შესაძლებელია გამოიყენოთ მერგელები, ტკილები, გაორმაგებულინორმით.
Occasionally, some of your visitors may see an advertisement here.
დოლომიტის შეძენა სად შეიძლება კონკრეტულად