


















1981 წელს ფურმა სახელად უბრე ბლანკამ ,,თეთრი ცური”ერთდროულად სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა, სალაკტაციოტაციო პერიოდში მისმა მონაწველმა 27,764 კგ. შეადგინა, რაც დღეში 111 კგ-ს უდრის. რძის ამ რაოდენობიდან მიღებულია 1050კგ კარაქი. ასეთი რეკორდული პროდუქტიულობისათვის , ამ ფურს სამშობლოში ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს. ფური უბრე ბლანკა მიეკუთვნებოდა პოლშტინური ფურისა და ზებუს ნაჯვარის მეორე თაობას და შეიცავდა პოლშტინურის 75% და ზებუს 25% სისხლს. ლაკტაციის პერიოდში მისი სადღეღამისო რაციონი საშუალოდ შეადგენდა 45 კგ მწვანე მასას, 21 კგ კომბინირებულ საკვებს, 2 კგ სხვადასხვა დანამატებს გამდიდრებულს, სხადასხვა ვიტამინებით. ფურს დღეში ეძლეოდა 70 ლიტრი წყალი. გარდა აღნიშნულისა საძოვარზე იგი ძოვდა 20 კგ-მდე ბალახს. ამ ჯიშის ფური ვერიტანს მრავალრიცხოვან ნახირში ყოფნას . ის ძალიან ნელა მოძრაობს,ასევე ნელა სძოვს. ასეთ ფურებს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროებათ ისინი ვერ იტანენ მოუვლელობას, შიმშილს და უყურადღებობას.
ჰოლანდიელმა ფერმერმა საკუთარი ღორებისთვის “ტალახის პარკი” გახსნა
ჰოლანდიელმა ფერმერმა ერიკ სტეხნიკმა საკუთარი ფერმის ტერიტორიაზე პლასტმასის სასრიალო დაამონტაჟა, რომელიც აკვაპარკში შეიძინა. სასრიალო ღორებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც იგი საკმაოდ სწრაფად აითვისეს.
რამდენიმე გამოცემამ სასრიალოზე მოსრიალე ცხოველების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც არა წყლით სავსე აუზში, არამედ ტალახში ეშვებიან, სადაც ღორებს დროის გატარება ძალიან უყვართ.
სტეხნიკის თქმით, მან სასრიალო აკვაპარკში სტუმრობის შემდეგ იყიდა. ადამიანებზე დაკვირვებით შთაგონებულმა ფერმერმა იფიქრა, რომ სასრიალოზე სრიალი მის ცხოველებსაც ძალიან მოეწონებოდათ.
ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რაც უფრო კარგ პირობებში იმყოფება პირუტყვი, მით უფრო კარგ პროდუქციას იძლევა.
მომზადებულია Metro-ს მიხედვით.